„ამ ორიოდე დღის უკან ღამით სასეირნოდ წავედი ვაკის პარკისკენ. ბრბოს შეუგნებლობა, სიბრიყვე, კონფორმიზმი, პოლიტიკოსების სიცრუე და უპრინციპობა – ძალიან დამაწვა გულზე. მივდიოდი სიბნელეში აბაშიძეზე და გონებაში ტრიალებდა ლექსიდან – “ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა…”
და აი, თითქმის მივედი. მაგრამ უკანაც ხომ უნდა დავბრუნდე? ერთი ამდენი გზა გასავლელი მაქვს. დაიღალა ფეხები, დამძიმდა. ამდენის ტარება ჩემთვისაც ძნელია…მეორე მხარეს გადავედი და მოვტრიალდი. ტროტუარზე ქაოტურად გაჩხერილ გრუზინების ჯიპებს შორის სანამ გზას გავიგნებდი, ზემოთ ავიხედე შემთხვევით. ჩემს თავზე ოდნავ მაღლა მოყავისფრო აბრა ეკიდა – “ამ სახლში ცხოვრობდა და მუშაობდა პოეტი და საზოგადო მოღვაწე ნიკო გომელაური”. აბაშიძის 56.
მომენტი, როდესაც სამყაროს პულსზე მოგიხვდება შემთხვევით ხელი“..
ცოტნე გამსახურდია
წყარო: facebook