და რა არის მთავარი?
1.რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ცხოვრებაზე და არა წელიწადი, გოჭი, სანთელი და რიტუალი…. ამიტომ აიღეთ პასუხისმგებლობა.
2.რადგან პასუხისმგებელი თქვენ ხართ, მხოლოდ თქვენში არსებულ ცვლილებებს შეუძლია რეალურად რაიმეს შეცვლა – ასე რომ თქვენ უნდა გახდეთ სხვანაირი.
3.რადგან თქვენ უნდა გახდეთ სხვანაირი, უნდა გაარკვიოთ, როგორია ეს “სხვანაირი” თქვენი თავი? ანუ რა გაქვთ შესაცვლელი?
4.და რადგან უნდა გავარკვიოთ კონკრეტულად რა უნდა შეცვალოთ – ეს მხოლოდ იქიდან გამომდინარე გახდება ცნობილი, როცა გაარკვევთ რა გინდათ?
5. ანუ ზუსტი, კონკრეტული მიზნები, რომლებზეც პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ და რომლებთან მიმართემაშიც მოგიწევთ საკუთარი თავის გაშალაშინება 🙂
მაპატიეთ ამ დასვენების ბედობა დღეს მუშაობაზე და სალაშინზე რომ გესაუბრებით, თუმცა დასვენებას მაშინ აქვს ფასი, როცა შრომის შედეგი გიმშვენებს გვერდს 🙂
მრავალს დაესწარით და დაიბედეთ სასიკეთო ცვლილებები 🙂
ხათუნა მუზაშვილი