წყალი რომ ჩვენი სიცოცხლის წყაროა ამაზე ალბათ საუბარი არ ღირს, თუმცა ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა: არის კი წყალი, რომელიც ონკანში მოდის საკმარისად სუფთა? მცირე ასაკის ბავშვებისთვის მშობლები ამჯობინებენ გამოხდილი წყლის მიცემას, რადგან ფიქრობენ, რომ ასე ის უფრო გასუფთავებულია. წყლის გამოხდა ძველი დროიდან მოდის, როდესაც მისი სისუფთავე ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ან მაგალითად კრუიზის დროს შეუძლებელი იყო ონკანის წყლის მიღება. თუმცა ამ პროცედურას აქტუალობა ამ დრომდე არ დაუკარგავს.
საინტერესოა, მართლა ასუფთავებს თუ არა წყალს გამოხდა და რამდენად კარგია ის ჯანმრთელობისთვის?
გამოხდილი წყალი ნიშნავს წყალს, რომელიც ადუღდა და მივიდა აორქლებამდე. ორთქლი, რომელიც ჩაიდანში ტრიალებს უკანვე ბრუნდება და სინამდვილეში წყლის გასუფთავებას სულაც არ იწვევს, სამაგიეროდ იკარგება უამრავი მინერალი, რომელიც სხეულის ჩამოყალიბებისთვის ასე მნიშვნელოვანია. მინერალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ მათმა დანაკლისმა შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
გამოხდილ წყალს რეკომენდაციას არც სტომატოლოგები უწევენ. მათი თქმით, მინერალების ნაკლებობა სერიოზულად აისახება კბილების სიჯანსაღეზეც.
ექიმები გვირჩევენ, არ მივიღოთ ხშირად გამოხდილი წყალი, ონკანის წყალი, თუნდაც დაბინძურებული გაცილებით მეტ მინერალებს შეიცავს და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. და თუ მაინც გვსურს წყლის გამოხდა დავამატოთ მას მერვედი ჩაის კოვზი სოდა.