fbpx

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მდინარე

ავტორი ჟოლო
102 ნახვა

კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება ხუთფეროვანი მდინარე კანიო კრისტალეს, რომელიც ბოლოს მდინარე გუაიაბეროს  უერთდება. მდინარეს ასევე უწოდებენ “თხევად ცისარტყელას” და “ხუთი ფერის მდინარეს”. კანიო კრისტალესი, მიუხედავად მოკრძალებული ზომისა – ის სიგრძეში დაახლოებით 100 კილომეტრია, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული.

710

მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და შავი ფიგურირებს. წყალს წითელ შეფერილობას ენდემური მცენარის მაკარენია კლავიხერას  სიჭარბე აძლევს. მაკარენია კლავიხერა წლის მხოლოდ სპეციფიკურ დროს – წვიმიან და მშრალ პერიოდებს შორის ატკბობს თვალს თავისი მშვენიერებით   – ღია ვარდისფერიდან მუქ წითლამდე, დაჩრდილულ ადგილებში ის მომწვანო ფერსაც იძენს და მზის სხივების, მდინარის ქვიშისა და გარემო პირობების გავლენით ზოგან მოლურჯო, მონარინჯისფრო და მოყვითალო შეფერილობისაც არის. მცენარეს თავისი სილამაზის დემონსტრირებისთვის საჭირო დონის წყლის ნაკადები და მზის სხივები ესაჭიროება, ეს კი მხოლოდ სექტემბრიდან ნოემბრამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. იანვრიდან მაისამდე მდინარე ტურისტებისთვის დაკეტილია, რათა ეკოლოგიური წონასწორობა მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული.

კანიო კრისტალეს სწრაფი, ჭორომებით მდიდარი მდინარეა. მიუხედავად წყალმცენარეების სიმრავლისა, მასში თევზი არ არის, რადგან წყალში საკვები ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმების ნაკლებობაა.

156

დღეისთვის მდინარის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია ბანაობა მზისგან და მწერებისგან დამცავი კრემების გამოყენება. მდინარის სტუმრებს არ ეძლევათ ღამის გათენებისა და ბუნებაში საკვების მომზადების უფლება, ასე რომ ტურისტების ქცევაც მკაცრად რეგლამენტირებულია, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააფიქსირა, რომ პიკნიკების შემდეგ დარჩენილი ნაგავი  მდინარის წყალმცენარეებს საფრთხეს უქმნიდა. კანიო კრისტალეს მოსანახულებლად უნდა ჩახვიდეთ ლა მაკარენაში, მეტას პროვინციის ქალაქ ვილავისენციოდან ან კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტადან. ორივე ქალაქიდან ლა მაკარენამდე პატარა თვითმფრინავები დაფრინავს.

202

146

1110

611

 

127

128

99

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment