fbpx

“მაინც რა არის ეს ტრანსფორმაცია, რომელზეც ირგვლივ ყველა საუბრობს?!”

ავტორი ჟოლო
848 ნახვა

**…მაინც რა არის ეს ტრანსფორმაცია, რომელზეც ირგვლივ ყველა საუბრობს… **

რას ეხება, როგორ მიმდინარეობს, ჩვენ გვეხება თუ არა, თუ გვეხება როგორ უნდა გავიაროთ ტრანსფორმაცია და ეს გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად მსუბუქად…

🌀 ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ Juliana Lightwarrior-ის სტატია ტრანსოფრმაციულ პროცესებზე და იმ ცვლილებებზე, რომლებიც ყველას გვეხება- გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა….

ტრანსფორმაცია- ეს არც ისე ადვილია…

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გადადის ჩვენი ცხოვრების გარე სფეროებზე- სამსახურის საკითხებზე, ფინანსებზე, ურთიერთობებზე.

🌀 როდესაც ყველაფერი, რაც მარტივი, გასაგები და ჩვეული იყო ჩვენთვის- უცებ ინგრევა, ხელიდან გვეცლება ან უბრალოდ- ინტერესს ვკარგავთ მისდამი…

🌀 ერთ დროს ჩვეული და სასიამოვნო სამსახური უცებ მძიმე ვალდებულებად იქცევა…

ან მოულოდნელად კარგავთ სამსახურს…

ან მატერიალური სტაბილურობა სადღაც ორთქლდება.

🌀 მაშინ, როდესაც ადამიანები, რომელთაც წლების განმავლობაში იცნობდით, სულ სხვა მხრიდან გენახვებიან…

ბევრი მტკივნებული საკითხი ამოდის მაღლა.

ნიღბები კი სადღაც ქრება.

თქვენ კი ვარდებით ერთი რადიკალური მდგომარეობიდან მეორეში…

და ეს მეორდება გულისრევამდე…

და ბოლო არ უჩანს….

🌀 იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოვიდეს, პირველ რიგში ძველისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

მაგრამ ჩვენი ტვინი ისტერიულად ეჭიდება სტაბილურობას და უკვე ნაცად ფორმულებს.

🌀მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ

** ახალი დროების ენერგიები არ მოგვცემს ჩვენი კომფორტის ზონაში მყუდროდ მოკალათების საშუალებას. **

**ხოლო წინააღმდეგობის შემთხვევაში კი უხეშად და მტკივნეულად აგვაგლიჯავს ცხოვრების ძველ რითმებს, თან ისე, რომ ჩვენ არაფერს შეგვეკითხება… **

და ასეც რომ არ იყოს, თქვენ თვითონ ვეღარ იგრძნობთ კმაყოფილებას თქვენი ჩვეული, ძველი ცხოვრების სტილით…

🌀 გახშირებული დეპრესიული მდგომარეობა არის ნიშანი იმისა, რომ თქვენ ბოლომდე ვერ იგებთ- რას ითხოვს თქვენი სული, მაგრამ ქვეცნობიერად ხვდებით, რომ ასეთი ცხოვრებით ვეღარ იცხოვრებთ…

თქვენ აღარ გაკმაყოფილებთ თქვენი რეალობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ იმოქმედოთ ახალ გარემოში.

🌀 მაგრამ საქმეც იმაშია, რომ აქ მისახვედრი და გასაანალიზებელი არაფერია!!

ჩვენ უნდა მივენდოთ ცვლილებების ტალღას და უფლება მივცეთ ცვლილებებს- მოხდეს!

უფლება მივცეთ წაგვიყვანოს თავისუფლებისკენ, რადგან სწორედ თავისუფლებას ითხოვს ჩვენი სული!!

სწორედ რომ თავისუფლება სწყურია ჩვენს სულს!

🌀** სიტუაციის წინასწარ კონტროლს და დაგეგმვას აზრი არ აქვს, რადგან მხოლოდ პროცესში ხდება ნათელი- საით უნდა წავიდეთ…**

ჩვენ ტვინს ჭირდება სიმყარე და გარანტიები. კონკრეტიკა.

მაგრამ სულს აღარ სურს არსებობა წინასწარგანსაზღვრული ალგორითმებით და გაწერილი გრაფიკით.

🌀 რაც არ უნდა ეცადოთ დასახოთ მოქმედების გეგმა უკვე ნაცადი თეორიების და მეცნიერული დასკვნების მიხედვით, შედეგი- ნულია,

ან პირიქით ტვინში ქაოსური აზრების კორიანტელი დგება, საიდანაც კონკრეტულ დასკვნას ვერ გამოიტანთ…

სწორედ ამიტომ არ მოდის კითხვებზე პასუხები….

🌀 **ჩვენც ცნობიერებაში აქტიური ცვლილებები ხდება. **

მეხსიერება იწმინდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განახლების პროცესებია ჩართული. ქვეცნობიერში გადაპროგრამირებაა.

რეალობა გვექვემდებარება.

🌀 **საჭირო აზრები მოულოდნელად მოდიან, ამასთან სწორედ საჭირო დროს. **

და ეს უბრალო აზრები აღარაა.

🌀 ეს არის აზრფორმირებები, თვისობრივად ახალი ფორმის, მართული ჩვენი ცნობიერების მიერ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში.

🌀 ყველაფერი ლაგდება საჭირო ფორმით მაშინ, როდესაც ჩვენ რეალობის კონტროლს ვწყვეტთ და არ გვაქვს პრეტენზიები და ზედმეტი მოლოდინები.

🌀 შეიძლება ღამეები გავათენოთ საკითხის ოპტიმალურად მოგვარებაში- ტვინის ლოგიკური კონსტრუქციების გამოყენებით, მაგრამ ვერ მივიდეთ ნორმალურ შედეგებამდე.

🌀 **მაგრამ შეიძლება პასუხი რამოდენიმე წუთში მივიღოთ, **

თუ ვწყვეტთ ნერვიულობას, დაძაბულობას და ვცხოვრობთ ჩვენს დღეს (ან თავისუფალ საათებს) იმ ნაკადში, რომელსაც გული გვკარნახობს.

ამასთან, რაც უფრო ნაკლებად უწევთ წინააღმდეგობას, მით უფრო ადვილად იღებთ სასურველს.

🌀 ახლა გამარჯვებულია არა ყველაზე ძლიერი, არამედ უბრალოდ- ბრძენი,

** რადგან ახალი დროების ჭეშმარიტი ძალა მდგომარეობს არა ფიზიკურ სიძლიერეში ან სისწრაფეში, არამედ უნარში- მშვიდად მიიღო ყველა მოვლენა, საკითხი, ცვლილება და ადამიანი ისეთად, როგორიც არის…**

** ამასთან- მადლიერებით…**

როგორც სამყაროს საჩუქარი და შესაძლებლობა სულის ევოლუციისთვის…

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა

მსგავსი სტატიები

Leave a Comment