პარასკევს, 15 ივლისს, საღამოს 9 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენება ბევრს, ალბათ, საკუთარ ბავშვობასთან შეგვახვედრებს. იმ პერიოდთან, როდესაც რეალობისდამიუხედავად გვჯერა სასწაულის და ზუსტად ვიცით, რომ სამყაროში თითოეული ჩვენგანი რიგით ადამიანზე მეტი, გამორჩეული და განსაკუთრებული – პრინცი ან პრინცესაა.
მექსიკელი ალფონს კუარონის 95 წლის ფილმი “პატარა პრინცესა” საბავშვო მწერლის, ფრენსის ბარნეტის ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციაა, რომელიც ზღაპრულ, ჯადოსნურ და არაამქვეყნიურ სამყაროს გვიქმნის…
სიყვარული, სიკეთე, თანასწორობა, პოზიტიური აზროვნება და მომავლის რწმენა დისკუსიის მნიშვნელოვანი თემები იქნება.
ჩვენების ორგანიზატორი: სალომე აფციაური (გორი)
ფილმის რეჟისორი: ალფონს კუარონი
მუსიკა: პატრიკ დოილი
ხანგრძლივობა: 97 წ.
ქვეყანა: ამერიკა
ენა: ქართული
“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ “ახალი მზიურისა” და “ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.