“ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”-ში სცენა გახსოვთ, ტელევიზორს რომ გამოურთავენ და გამორთულ ტელევიზორში ფეხბურთს რომ უყურებენ? კამარას თანამშრომლები (რამდენიმე ჩვენიანი გვაკლია მხოლოდ) ვიყავით კაფეში, ერთმა თქვა, რა კარგი საღამოა, მოდი, სანამ დავიშლებით, ფოტო გადავიღოთო.
გადავიღოთ, გადავიღოთ, შენ აქ დადექი, შენ იქ დაჯექი, ის ხომ ჩანს, მე ხომ ვჩანვარ? ავჟრიამულდით და დავმწკრივდით საფოტოედ. რამდენიმე წუთი, ალბათ სამი-ოთხიც, ბედნიერად ვიღიმებოდით, სანამ აღმოვაჩინეთ, რომ სურათს არავინ გვიღებს.
მოკლედ, გონში რომ ჩავვარდით, დავუძახეთ მიმტანს, მივაჩეჩეთ ტელეფონები და ძალიან რომ არ დათრგუნულიყო, ავუხსენით, – არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩიტოსნები ვართ, გესმით ხო? პაციენტები მოდიან და მიდიან, ჩვენ კი ვრჩებით, არასდროს ვტოვებთ კლინიკას”.
ნათია ფანჯიკიძე
FACEBOOK POST