fbpx

რატომ არის სასარგებლო ძილი მარცხენა გვერდზე?

ავტორი Ann
57 ნახვა

 

ძილი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამაა ადამიანისთვის. რაც უფრო კომფორტულად გრძნობ თავს ძილში, ეს პროცესი მით უფრო სასიამოვნოა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილი მარცხენა გვერდზე გაცილებით უფრო სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

 

აუმჯობესებს ლიმფური სისტემის მუშაობას – ლიმფური სისტემა ჩვენს ორგანიზმში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მასზეა დამოკიდებული ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდა.

 

უმჯობესდება ელენთის მუშაობა – ეს ორგანო ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში და მარცხენა გვერდზე ძილის დროს ის გაცილებით ეფექტურად მუშაობს.

 

ხელს უწყობს ნაწლავების უკეთ ფუნქციონირებას – ნაწლავების გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანმა შებერილობა არ იგრძნოს.

 

ხსნის გულძმარვას – თუ ხშირად გაწუხებთ გულძმარვა, უბრალოდ დაიძინეთ მარცხენა გვერდზე.

 

იცავს ღვიძლს გადატვირთვისგან – იმის გამო, რომ ღვიძლი მარჯვენა მხარეს მდებარეობს იმ მხარეს ძილი მას ტვირთავს.

 

აუმჯობესებს გულის მუშაობას – სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში უკეთესია, როდესაც მარცხენა მხარეს წევხართ.

 

სასარგებლოა ორსულებისთვის – ამ დროს ორსული ქალი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment