24
ალბათ დაგიფიქსირებიათ, რომ ნებისმიერი ეროვნების ოლიმპიელი სპორტსმენი მედლით დაჯილდოვების შემდეგ მას კბენს. გაინტერესებთ რა არის ამის მიზეზი?
ეს ჩვეულება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის, როდესაც მედალს იმის შესამოწმებლად კბენდნენ იყო თუ არა ის დამზადებული ნამდვილი ოქროსგან, რადგან ნამდვილი ოქრო გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე ჩვენი კბილები.
დაახლოებით 100 წელია ოლიმპიური მედლები ნამდვილი ოქროსგან აღარ მზადდება, ძვირფასი მეტალის შემადგენლობა მასში მხოლოდ 1,34%-ია.