fbpx

სხეული სულის ტაძარია

ავტორი ჟოლო
452 ნახვა

ფიზიკურ სხეულს შეიძლება ვუწოდოთ ტრანსპორტი, რომელიც მთელი  სიცოცხლე გვემსახურება. თუ გვსურს ეს ტრანსპორტი, გამართულად  და დიდხანს იყოს, მასში  ხარისხიანი საწვავი უნდა ჩაისხას.

საწვავში მხოლოდ სმა-ჭამა არ იგულისხმება. ინფორმაცია, ემოცია, ფიზიუკური აქტივობა…. ყველაფერი ახდენს სხეულზე გავლენას. სხეული ეს რუკაა. არასწორი კვება, ემოციური მდგომარება და უმოძრაობა ტკივილით ან ენერგეტიკული ბლოკებით აისახება.

სხეულის ტკივილი და ემოციური მდგომარება შეკრული წრედია.

ბუნებრივია, სხეულის  არაკომფორტულობა  შესაბამის არასასიამოვნო ემოციას იწვევს და ის  სხეულში ბრუნდება. ისევ ტკივილი, ისევ ემოცია….

საიდან უნდა დაიწყო შეკრული წრედის გარღვევა? – ემოციით თუ ფიზიკური მოძრაობით?

ცნობილი ქოუჩი, ტონი რობინსი ამბობს: მოძრაობა ქმნის ემოციას.

ჩემი მოსწავლეების და პირადი  გამოცდილებით 20 წუთი მზის მისალმება, სურია კრია ან ნებისმიერი სხვა გაწელვების კომპლექსი, სულ სხვა ემოციებს იწვევს და შესაბამისად სხეულსაც ათავისუფლებს არასასურველი ბლოკებისგან.

განსაკუთრებით დღეს ემოციური ფონი ძალიან მაღალია. შიში, ბრაზი და იმედგაცრუება ერთმანეთს ცვლიან და სხეულში კვალს ტოვებენ.

დღეს,  როგორც არასდროს საჭიროა მოძრაობა და სხეულისათვის მაღალ ხარისხიანი საწვავის მიწოდება.

იმოძრავე, შეასრულე მედიტაცია, იკვებე სწორად და გაიხანგრძლივე სიცოცხლე.

ყველა ქაოსისა და ღრუბლების მიღმა დგას მზიანი ამინდი. მის აღსაქმელად  ენერგია და ახალი ხედვა დაგჭირდება.

მოდი  იყოს შენი ცხოვრება ყოველდღიური გამარჯვება!

აქციე შენი დღე, კვირა, თვე და წელი პოზიტიური და ენერგიული.

და საიდან დაიწყებ? რა, თქმა უნდა დილიდან და იყავი მზად დღის ბოლოს გამარჯვებული შეხვდე არა შენს თავს,  არა ცხოვრებას, არამედ შენს შინაგან ძალას.

დილით, გაღვიძებისას ხელები ერთმანეთს გაუსვი კარგად გააღვიძე მერიდიანები  და ხელის წრიული მოძრაობით სახის მასაჟი გაიკეთე.  ყოველთვის ქვემოდან ზემოთ ამოძრავე თითები.

სანამ საწოლიდან ადგები გააკეთე გაწელვები,

შემდეგი პირადი ჰიგიენაა, დრო დაუთმე პირის ღრუს გასუფთავებას, რადგან ღამის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ბაქტერიები იყრიან თავს.  ენის და პირის ღრუს გასუფთავება, დილის რიტუალის განუყოფელი ნაწილია.

დილიდან სისხლის მიმოქცევა უნდა გააქტიურდეს და მასაჟი ამ დროს ძალინ კარგია.

თუმცა, დილით მასაჟისტი ცოტა რთული მოსაძებნია, მითუმეტეს თუ შენი დილა ძალიან ადრე იწყება.

არაუშავს, აქვე მე გასწავლი სწრაფ და ეფექტურ მასაჟის ტექნიკას,

გამოიყენე ნუშის ზეთი.

დადე ძირს პირსახოცი და ტერფებში ნუშის ზეთი შეიზილე, შემდეგ კი ტერფების მონაცვლეობით მასაჟი გაიკეთე,  თავიდან ეს ძალიან სასაცილოდ გამოდის თითქოს წერო ხარ, მაგარამ საბოლოო ჯამში ამ სახის მასაჟს მთელი სხეულის დამასაჟების ეფექტი აქვს. ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას,  ნუშის ზეთს აქვს დამიწების ეფექტი, რაც მთელი დღის განმავლობაში შეგაგრძნობინებს საკუთარ თავს.

მასაჟის შემდეგ მიიღე შხაპი, თუ ცივ შხაპს მიიღებ, სისხლის მიმოქცევას გააძლიერებ და დღის განმავლობაში მართლაც დაუმარცხებელი გახდები.

იმისათვის რომ დილით ეს რიტუალები სრულყოფილად შეასრულო, ძილის წინ მაქსიმალურად  შეძლო მოდუნება და აქაც ერთი- ორი სასიმოვნო  რიტუალი დანერგე.

ენერგიული დილა, მშვიდი საღამოთი იწყება 

საღამოს სასიმოვნო რიტუალები  დაგეხმარება, დღისით მიღებული სტრესის სხეულიდან მოშორებაში.

ყოველთვის დაწექი ერთსა და იმავე დროს,  დაწოლამდე  დაუთმე საკუთარ თავს მინიმუმ  30 წთ,  შემდეგ ეს პროცესი ისე მოგეწონება  1სთ გამონახავ ამისთვის,  რადგან შენი ცხოვრების ხარისხი საოცრად გაუმჯობესდება.

მომდევნო ნაბიჯი გაწელვის რიტუალია, შეასრულე  15 წთ მაინც.  მთელი დღის განმავლობაში უმეტასად  ვზივართ,  რაც კუნთებს ძალინ ადუნებს, ან სტრესი გვაქვს და კუნთებს ჭიმავს და საბოლოო ჯამში კუნთებისა და სახსრების ტკივილამდე მივყავართ.
ამიტომ გაწელვები ან დინამიური კუნდალინი იოგის ვარჯიშები, როგორიც არის სპაინალ ფლექს, შოლდერ ტვისტ და სხვადასხვა პრანაიმა სტრესს  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოწურავს სხეულიდან.

მომდევნო ნაბიჯი მედიტაცია ან მანტრაა, 3-7-11 წთ უკვე საკმარისია სხეული იგრძნო და გააცნობიერო როგორ დუნდება და ემზადება მშვიდი ძილისათვის.
კარგი იქნება ასევე თბილი,  ნებისმიერი ეთეროვანი ზეთი შეიზილო სხეულში წრიული მოძრაობით.
დღეს არის ისეთი ზეთები, რომელსაც იმდენად კარგად იწოვს კანი, ჩამობანაც არ სჭირდება.

ზეთი ჯერ ხელზე გაათბე და შემდეგ დაიწყე ტერფებიდან მუხლების მიმართულებით შეზელა წრიული მოძრაობით. შემდეგ ფეხების ზედა ნაწილი, მუცელი, ხელები, მკლავები და კისერი. დააკვირდი რომელ სურნელს აქვს შენზე დამაშვიდებლი ეფექტი, იყავი დამკვირებელი და  ცნობისმოყვარე, შეისწავლე საკუთარი თავი.

საღამოს კარგია ესევე თბილი წყლის აბაზანა. წყალი კარგად ადუნებს სხეულს, ჩამორეცხავს დარჩენილ სტრესს და დღის განმავლობაში კანზე დაგროვილ მავნე ნივთიერებებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეელზე ზრუნვა, ჯანმრთელი სხეული ეს არის მენტალური ჯამრთელობის საწინდარი. იქ, სადაც ჯანმრთელი სხეული და ჯანმრთელი სულია ვირუსისა და სხვა ნეგატივის ადგილი უბრალოდ არ არის.

სატ ნამ 

მარინა კვატაია

მარინა კვატაია გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. ასევე  „ლოტუსის“ – (ონლაინ იოგა და ქოუჩინგის) დამაარსებელი .

მსგავსი სტატიები