ექიმების რჩევით, სტრესისგან თავის დაღწევა სახალისო და სასიამოვნო მეთოდებითაცაა შესაძლებელი.
რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
მაგალითად:
გაისეირნეთ!
სეირნობისას ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები, რომლებიც ამცირებენ სტრესის ჰორმონებს.
ასევე,
ხშირად ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს. კოცნის დროსაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ენდორფინები.
გარდა ამისა,
მოუსმინეთ მუსიკას!
კლასიკური მუსიკა გულისცემას არეგულირებს და დეპრესიის ჰორმონს – კორტიზოლს ამცირებს.
თუმცა, არამხოლოდ კლასიკური მუსიკა ქმნის პოზიტიურ განწყობას, ნებისმიერი მუსიკის დროს გამოიყოფა ტვინში დოფამინი, რომელიც ბედნიერების შეგრძნებას მოგმატებთ.
ანტისტრესული მოქმედება აქვს ბანანს, ისევე როგორც კარტოფილს და ლობიოს. ეს ყველაფერი შეიცავს პოტასიუმს, რაც არეგულირებს წნევას სტრესის დროს და გიცავთ გულის შესაძლო შეტევისგან. არ არის ცუდი საღეჭი რეზინიც. ის გაფხიზლებთ, შფოთვას გიხსნით და გიმცირებთ სტრესს, როცა ერთდროულად რამდენიმე საქმით ხართ დაკავებული.
და ყველაზე მთავარი, იცინეთ რაც შეიძლება ბევრი, რადგან სიცილის დროს თქვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.