fbpx

საფოსტო გზავნილი მომავლიდან

ავტორი ჟოლო
392 ნახვა

ერთ მშვენიერ შაბათ დღეს, როცა ბოლოს და ბოლოს შეძელით საქმეებისგან მოწყვეტა და
მოდუნება, თქვენი უშფოთველი აზრთა დინება მოულოდნელად გაწყვიტა კარზე ზარის
დარეკვამ.

თქვენ აღებთ კარებს და ის რაც დაინახეთ აღმოჩნდა ნამდვილი სიურპრიზი:
შემოსასვლელში დგას ორი ცხოველი–ფოსტალიონი, რომლებმაც მოგიტანეს ცნობები თქვენს
მომავალზე.
თუმცა კონვერტების გახსნის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ მათში სრულიად განსხვავებული
წინასწარმეტყველებებია იმის შესახებ, თუ რა გელოდებათ ხვალ.

ერთმა ცხოველმა გადმოგცათ გზავნილი რომელშიც ნაწინასწარმეტყველებია ბედნიერება,
წარმატება, ხოლო მეორემ კი მოიტანა გზავნილი წარუმატებლობების
წინასწარმეტყველებით.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ცხოველი იყო ბედნიერების მაცნე და რომელი–
უბედურების? დაასახელეთ ორი სხვადასხვა ცხოველი:

  1. ვეფხვი
  2. ძაღლი
  3. ცხვარი
  4. თუთიყუში
  5. კუ

გასაღები ტესტისთვის „საფოსტო გზავნილი მომავლიდან“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

ადამიანთა მომავალი ძლიერ არის დამოკიდებული ცხოვრების თანამგზავრის და/ან
პარტნიორის არჩევაზე. ცხოველი ფოსტალიონები ამ სიუჟეტიდან მიუთითებენ თქვენს
შეხედულებებზე იმ ადამიანების ხასიათზე, რომლებმა შეიძლება მოგიტანონ ცხოვრებაში
ბედნიერება ან უბედურება.

სხვადასხვა ცხოველის ფსიქოლოგიური სიმბოლიკა რთული და მრავალწახნაგოვანია.
თითოეული მათგანი მოიცავს თავის თავში მთელ რიგ დადებით და უარყოფით ნიშნებს და
ასოციაციებს.
მოცემულ მომენტში ცხოველი, რომელიც მოგევლინათ ბედნიერების მაცნედ, ახდენს
სიმბოლიზაციას ადამიანისა, რომელიც იქნება თქვენთვის იდეალური მეუღლე, პარტნიორი
და პირიქით, უბედურების მაცნე – არის ადამიანი, რომელთან ურთიერთობასაც თქვენ
უფრთხით, რომლებთანაც ბედნიერი ვერ იქნებით.

თუ ბედნიერების მაცნე არის:

  1. ვეფხვი – თქვენ იმედი გაქვთ რომ იპოვით ბედნიერებას ძლიერ, პატივმოყვარე
    პარტნიორთან, რომელიც დაჯილდოებულია ძალაუფლების მოუთვინიერებელი
    წყურვილით
  2. ძაღლი – ყველაზე მეტად პარტნიორში თქვენ გიზიდავთ ბრმა ერთგულება და უსაზღვრო ლოიალურობა.
  3. ცხვარი – თქვენ მხოლოდ ღრმა სულიერების მქონე მზრუნველმა პარტნიორმა შეიძლება მოგანიჭოთ კმაყოფილება.
  4. თუთიყუში – თქვენთვის იდეალური პარტნიორი იქნება სიტყვაუხვი, მხიარული
    ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ უნდა გაგართოთ და გაგამხიარულოთ.
  5. კუ – თქვენთვის იდეალური პარტნიორი არის სერიოზული ადამიანი, რომელზეც
    შეიძლება დაყრდნობა და რომელიც არასდროს არ მიგატოვებთ რთულ სიტუაციებში.

თუ უბედურების მაცნე არის:

  1. ვეფხვი – თქვენ აუტანლად გეჩვენებათ ფიქრიც კი პატივმოყვარე, დესპოტ პარტნიორზე, რომელსაც თავი წარმოუდგენია ჯუნგლების მბრძანებლად და რომელიც ყრუდ იღრინება ყოველთვის, როცა ვთქვათ ნაგავია გასატანი.
  2. ძაღლი – თქვენ აბსოლუტურად შეუთავსებელი ხართ ისეთ ადამიანთან, რომელიც ცდილობს ასიამოვნოს ყოველ შემხვედრს და მუდმივად იმაზე წუხს, თუ რას იფიქრებენ მასზე სხვები.
  3. ცხვარი – თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა მოსაწყენ, ერთფეროვან ადამიანთან, რომელსაც შეუძლია მთელი ცხოვრება იკვებოს ერთი და იგივე კორდზე ერთი და იგივე ბალახით.
  4. თუთიყუში – ძნელი წარმოსადგენიია იმაზე უფრო უარესი ალიანსი, ვიდრე იქნებოდა თქვენი კავშირი ყბედ, ზარმაც, ყოველგვარი სერიოზული საქმიანობისადმი მკვეთრად გამოხატული ალერგიის მქონე უსაქმურ ადამიანთან.
  5. კუ – იმაზე გაფიქრებაც კი საშინელ დღეში გაგდებთ, რომ შეიძლება პარტნიორად გერგოთ ნელი,ზანტი ადამიანი, რომელიც ვერც აზროვნებს სწრაფად და ვერც მოძრაობს.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment