fbpx

„რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩვენს ცხოვრებაში, მწუხარება თუ სიხარული“ …

ავტორი ჟოლო
67 ნახვა

მსოფლიოში არ არის არც სიძლიერე და არც სისუსტე, არც ომი და არც მშვიდობა, არც ცუდი და არც კარგი, მსოფლიო ისეთია როგორიც არის. მხოლოდ ჩვენი ნება, ჩვენი აღქმა, ჩვენი კულტურა თუ ტრადიციები აძლევენ სამყაროს იმ შეფერილობას რომელსაც ჩვენ მოვისურვებთ.

მაგალითად როცა ადამიანი გარდაიცვლება ჩვენს კულტურაში, ჩვენ ძალიან ვიტანჯებით, ვტირით, ვგოდებთ. ძვირფასი ადამიანის გარდაცველაბა ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რომელიც კი შეიძლება ადამიანებს დაგვემართოს და მე ეს საკუთარ თავზე არაერთხელ გამომიცდია.

მაგრამ არის კულტურები, სადაც ადამიანის გარდაცვალებას ხვდებიან როგორც დღესასწაულს. იქ ადამიანს უკანასკნელ გზაზე აცილებენ სიხარულით, სიმღერით და ცეკვით.

დოვგანი, როცა მასთან ვსწავლობდით მოგვიყვა თუ როგორ მოხვდა ერთხელ ასეთ პროცესიაზე. ის ამბობდა რომ თავი რომელიღაც დღესასწაულზე ეგონა – ქორწილზე ან დაბადების დღეზე. მხიარული მუსიკების ფონზე ყველა ცეკვავს მხიარულობს თურმე ადამიანის გარდაცვალების დროს და ასეთივე ცეკვა-თამაშით მიასვენებენ მიცვალებულსაც უაკანსკნელ გზაზე და ამით აფრთხობენ შავს სულებს რომ ისინი არ გაჰყვნენ მას იმ სამყაროში.

ეს ყველაფერი იმდენად მხიარული და პოზიტიური სანახაობაა თურმე რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ.

მაშ ასე დააკვირდით, გვაქვს ერთი და იგივე სიტუაცია: ადამიანი გარდაიცვალა და ეს ფაქტი ჩვენთან თუ უდიდესი ტრაგედიაა, სხვა კულტურაში ეს უდიდესი დღესასწაულია.

სამყაროში არ არსებობს ცუდი და კარგი, არ არსებობს არანაირი ფსიქოლოგიური შეფასებები და შეფერილობები. მათ ვაძლევთ მხოლოდ ჩვენ.

და ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენისადმი განსაზღვრავს სწორედ ჩვენი თავისუფლების ხარისხს.

ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩვენს ცხოვრებაში, მწუხარება თუ სიხარული, სიცოცხლეა თუ სიკვდილი, მოდი ვიყოთ ყოველთვის მაქსიმალურად თავისუფალნი და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო ბიზნესი ინტერნეტში

მსგავსი სტატიები

Leave a Comment