fbpx

„…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა“ …

ავტორი ჟოლო
70 ნახვა
0 კომენტარი
0

…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში… ცდებით! თქვენ გაქვთ ცხოვრება რომლის შეცვლა თქვენი ფიქრებით შეგიძლიათ…… 

ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები რომლებსაც ყველაფერი აქვთ მაგრამ არ არიან ბედნიერები, მე ხელი დავკარგე ….მაგრამ შეიძლება სხვას საერთოდ სხვა რამ აწუხებდეს და ეს მისთვის იყოს დამანგრეველი …..
მე ტკივილში შვება ვიპოვე…. “ნაკლი” ჩემს ღირსებად ვაქციე…..შეზღუდული შესაძლებლობების მიღმა აღმოვაჩინე ახალი შესაძლებლობები!

ახლა ეს ყველაფერი მინდა თქვენ გაგიზიაროთ… კიდევ უფრო ბედნიერი ადამიანი გავხდები ერთ ადამიანს მაინც თუ მივცემ სტიმულს რომ იბრძოლოს თავისი ბედნიერი ცხოვრებისათვის.

საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ არასოდეს არ დავნებდები! ….. დავივიწყე სიტყვის „ვერ შევძლებ“ მნიშვნელობა!
ამის მერე ფართოდ გადავწიე ფარდა, გავაღე ფანჯარა და ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი….
სწორედ მაშინ მოხდა ჩემში გარდატეხა.

ვიგრძენი როგორი ძვირფასია სიცოცხლე, თუნდაც მარჯვენა ხელის გარეშე. ჭუპრიდან პეპელა გამოფრინდა, ცალი ფრთა მოტეხილი აქვს, მაგრამ უზომოდ მადლიერია შემოქმედის იმისთვის, რომ შესაძლებლობა აქვს სიცოცხლით დატკბეს, უყვარდეს ყველა და ყველაფერი, ცუდში კარგი აღმოაჩინოს, ბოროტება სიკეთით ჩაანაცვლოს და თავისი მაგალითით სხვებს დაანახოს, რომ შეუძლებელი არაფერია!

💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎
სალომე გოგეშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი