fbpx

„ის არის სიყვარულის ასაკი“ – გიორგი კეკელიძე

ავტორი ჟოლო
317 ნახვა

სიყვარულის უასაკობა

მერე, წლების გადარბენის მერე – შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ნაოჭებზე ფეხს წამოვკრავთ ან ჭაღარის თრთვილზე დაგვიცდება, ამიტომაც ჩვენ გვასწავლეს, სიყვარულს რომ ასაკი არ აქვს. რომ არ ბერდება. სიყვარული რომ სულ 16 წლისაა და მსგავსი ამბები.

ანდა გვითხრეს, რომ სიყვარული უნდა დაძველდეს, დაბერდეს და დაჭკვიანდეს.

მე კი მგონია, რომ სიყვარულისთვის კალენდარზე მხოლოდ ერთი ფურცელია, ის ფურცელი, როცა სხვებს შორის ჩვენი თავი ამოვხიეთ და ეს ფურცელი ქარმა წაიღო. არ ვიცი რა რიცხვი აწერია ამ ფურცელს, რომელი წელი. ვერ ვიხსენებ ან არ ვიხსენებ. ჩვენთვის ერთი, სხვისთვის მეორე. იმ დღეს ჩერდება. ის არის სიყვარულის ასაკი. სიყვარული ერთი დღისაა. ოღონდ ის ერთი დღე დგას სულ. დგას ან ფრიალებს. სადღაც ქარში. უკალენდროდ. უსხვაფურცლებოდ.

გიორგი კეკელიძე

#გიორგიკეკელიძე #წერილებიშენ წერილი მეცხრე/მალე ყველა წერილი წიგნ–ალბომად

მსგავსი სტატიები

Leave a Comment