fbpx

რა არ უნდა უთხრათ მეუღლეს, როცა ჩხუბობთ

ავტორი ჟოლო
62 ნახვა

ამ სტატიით შეიტყობთ თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ წყვილებმა ოჯახური იდილია. ამაში წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია დაგეხმარებათ. ის იმ ფრაზებს გთავაზობთ, რომლებიც არასოდეს არ უნდა უთხრათ პარტნიორს. 

 

თამარ კვარაცხელია: არის ისეთი წინადადებები და სიტყვები, რაც არასდროს არ უნდა გამოიყენონ პარტნიორებმა ერთმანეთის მიმართ. მე, როგორც კოუჩი ვრჩები იგივე აზრზე, რომ ქალებს შეგვიძლია, მამაკაცი ვაქციოთ გენიოსად ან პირიქით… ასევე, ეს ეხება მამაკაცებს – მათ შეუძლიათ გვერდს უმშვენებდეთ ბედნიერებით გასხივოსნებული ცოლი, ან პირიქით – გააუბედურონ… ერთმანეთს ვავსებთ… უბრალოდ ამისთვის საჭიროა გავერკვეთ: ჩვენ ვინ გვინდა, რომ გვერდში გვყავდეს. ალბათ ყველა იტყვის – რა თქმა უნდა… აინშტაინის თავით და შვარცნეგერის ტანით? 😉

 

მაშინ რას ვაკეთებთ ამისთვის?..

თუკი ურთიერთობებში განიცდით სისასტიკეს და ძალადობას, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი ურთიერთობები ჯობია დასრულდეს. თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ, გააანალიზოთ მდგომარეობა და გამოასწოროთ ან დაცილდეთ.   🙁 არ არსებობს სამყაროში რამე მიზეზი, შეურიგდეთ ემოციურ სადიზმს – მითუმეტეს ფიზიკურს.

 

ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაზას, რომლებიც არასოდეს არ უნდა უთხრათ თქვენს პარტნიორს.

 

დავიწყოთ:

 

მე წავალ შენგან, თუ…….

 

ულტიმატუმის წამოყენება, ყოველ წვრილმანზე არ არის სასურველი. იქიდან გამომდინარე, რომ არ მოგწონთ მისი გარკვეული ჩვევა (მაგალითად: არ მოდის თქვენთან ერთად სტუმრად ან არ დაგეხმარათ ლურსმნის მიჭედებაში, ან იმიტომ რომ ხვრინავს და თქვენ ვერ იძინებთ..). თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ამითი მანიპულაციას შესძლებთ და რამეს შეცვლით,  ცდებით. ეს არის ძალიან ცუდი საშუალება აკონტროლოთ სიტუაცია. ასეთი მუქარა არ სიამოვნებს თქვენს პარტნიორს და ბოლოს გეტყვით: „კარგი, წადი…“.

ხართ თუ არა მზად ამ სიტყვების მოსასმენად?

 

 

მოვკვდები, თუ შენ თავს არ დაანებებ……

 

ესეც მუქარის  და მანიპულაციის ერთ ერთი ფორმაა.. ნურასდროს დაემუქრებით. თქვენ ფიქრობთ, ამით მას შეაშინებთ და იმის გამო, რომ თქვენ თავს რამეს მოუწევთ, დარჩება თქვენთან?  ამ სახით ვინმეს აზრზე ზემოქმედებას ნუ შეეცდებით, რადგან ეს იწვევს მხოლოდ და მხოლოდ საცოდაობის შეგრძნებას (შეცოდება კი ერთ-ერთი დამანგრეველი ენერგიაა ადამიანის მიმართ მიმართული. შეცოდების ზიანზე, შემდეგ თემაში ვისაუბრებ) თქვენს მიმართ.

 

შენ ხარ უვარგისი 

 

პირდაპირ ვიტყვი – სისასტიკეა ამის თქმა. განსაკუთრებით უთხრა იმ ადამიანს, ვისაც ძალიან უყვარხარ. უცხო ადამიანის სიტყვებმა შეიძლება დაგჭრას, მაგრამ საყვარელი ადამიანის მიერ წარმოთქმულმა ამ სისასტიკემ შეიძლება გაგანადგუროს. თუ თქვენ ხართ გაბრაზებული თქვენს პარტნიორზე,  ჯობია უთხარათ მას ამის შესახებ პირდაპირ და აუხსნათ რატომ, ვიდრე შეურაცხყოფა მიაყენოთ. შეურაცხყოფა დაანგრევს თქვენს ურთიერთობებს, საუბარი კი გაქცევთ ერთ მთლიან ნაწილად.

 

შენ რომ გავდე, აი

არ შეადაროთ თქვენი პარტნიორი სხვა ადამიანს თქვენი ცხოვრებიდან. ამით თქვენ მისთვის ქმნით არარეალურ სტანდარტებს და თვითშეფასებას უქვეითებთ.  გაითვალისწინეთ: თუ თქვენ მოგწონთ ის სხვა, რომელსაც გინდათ დაამსგავსოთ მეუღლე, მაშინ რაღა გადაკეთება – გაცილდით და გაყევით ან მოიყვანეთ ის ვინც მოგწონთ. ნუ ეცდებით, ამ გზით გული ატკინოთ ადამიანს, რომელსაც უყვარხართ.

 

ვერ ვიტან შენს

 

ნუ გამოიყენებთ მეუღლის მშობლებს, ნათესავებს და ახლობლებს იმისთვის, რომ გააბრაზოთ. ის, არ არის დამნაშავე, იმაში რომ მას ჰყავს ასეთი მშობლები…. მაშ რატომ აყვედრით? მის მშობლებზე და ახლობლებზე  ცუდად ლაპარაკით მას აყენებთ დარტყმას. დააკვირდით თავს: ამას აკეთებთ მაშინ, როცა არ გაქვთ სხვა არგუმენტი და არ იცით რაზე გააბრაზოთ? ტყუილად! ეს, ურთიერთობების ნგრევაზე არჩევანის გაკეთებაა.

 

ნებისმიერ ვინმეს შეეძლო შენზე უკეთ გაეკეთებინა

 

თუ თქვენ მართლაც ასე ფიქრობთ, მაშინ დაანებეთ მასთან თანაცხოვრებას თავი და იპოვეთ ის, ვინც ამას კარგად გაგიკეთებთ. რა აზრი აქვს, თუ ვერ ხედავთ თქვენს მეუღლეში იმას, რამდენად  საოცარი  და უნიკალური პიროვნებაა. თქვენთვის თქვენი მეუღლე უნდა იყოს ყველაზე განსაკუთრებული ამ ქვეყნად. განსაკუთრებით – მან უნდა იცოდეს, რომ აფასებთ და გიყვართ. უნაკლო არავინ არ ვართ. მაგრამ კარგია, როცა ხედავ ნაკლს და იღებ ისეთს, როგორიც არის. თუ თქვენ ყურადღებას ამახვილებთ და ჩაციკლული ხართ მის უარყოფითზე და თან, იყენებთ ამ ყოველივეს მის წინააღმდეგ, მაშინ ეს სისასტიკეა და არ გყვარებიათ, ჩემო ბატონო. 🙂

 

უგულვებელყოფა

 

ხშირად მეუბნებიან – ჩემი მეუღლე ისე მიდის და მოდის არც კი ვსაუბრობთო.  თუ თქვენ არასდროს არ ლაპარაკობთ და  მითუმეტეს, არ ეხუტებით ერთმანეთს, მაშინ თქვენს ურთიერთობებში ყველაფერი კარგად არ არის. დავა, კონფლიქტი, კამათი – ეს ჩვეულებრივი ამბავია და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, მაგრამ თუ თქვენი იზოლაცია გაგრძელდა რამდენიმე თვე, მაშინ ღირს დაფიქრება.

 

ეს ძალიან მცირე რეკომენდაციები მეუღლეებს. როგორც წარმატებული მამაკაცის უკან დგას ძლიერი და ჭკვიანი ქალი, ასევე წარმატებული ქალის უკან დგას ძლიერი და გენიალური კაცი. ისინი ავსებენ ერთმანეთს და დგება ტანდემი, რომელთა ერთობლობას შეუძლია შეუძლებელის გაკეთება. მათი თანაშერწყმა ქმნის ბედნიერ და ჰარმონიულ ურთიერთობებს, ჯანსაღ გარემოს.

 

არ შეიძლება ემოციურ ძალადობაზე არ გაამახვილო ყურადღება. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი პარტნიორი გექცევათ სასტიკად, არ ხართ ვალდებული ითმინოთ. მერე რა, რომ ერთ დროს დედამ ან მამამ ასე დაგარიგა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ერთ დროს გიყვარდათ ერთმანეთი, გყავთ საერთო შვილები და შეჩვეულები ხართ ერთმანეთს – ასეთი ურთიერთობები უნდა გაწყდეს. ისინი ვერ გაგხდიან თქვენ, თქვენს შვილებს და თქვენს გარემოს ბედნიერს და ჰარმონიულს…

 

იპოვეთ თქვენი გზა. ირწმუნეთ აზრების ძალა,აამოქმედეთ ისინი თქვენ ცხოვრებაში და გახდით ხილული საოცრებების მოწმე. გისურვებთ ჰარმონიულ და ბედნიერ თანაცხოვრებას!

 

თამარ კვარაცხელია

 

წყარო:https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment