***
იღბალი უკანა კარიდან შემოდის, უიღბლობას – კარი არ სჭირდება, ყველა ნასვრეტიდან აღწევს, ამიტომ ამოქოლეთ ყველა ნასვრეტი იმის რწმენით, რომ იღბლიანი ხართ.
უფრო მეტიც, თქვენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული!
***
თუ კიბეზე დაგორდით, წამოდექით, ტანსაცმელი დაიფერთხეთ და ღიმილით თქვით: ღმერთო, რა სწრაფად ჩამოსვლა შემძლებია.
***
რამდენი რამ სჭირდება ადამიანს რომ დაიბადოს და ეს დაბადება ჩემი აზრით ყოველდღე ხდება, ჩვენი ყოველი გაცნობიერება დაბადებაა და მოცილება ჩვენი წარმოსახვითი ჭიპლარებიდან.
ჩემო მეგობრებო, არ დაზოგოთ თავი და ძალისხმევა, დაიბადეთ ვითარცა პეპელა, რომელიც ჭუპრიდან ულამაზეს პეპელად გადაიქცევა.
თქვენ ყოველდღე გაქვთ შანსი.
დაიბადეთ!
***
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თქვენი გეგმები ერთიანად იშლება.
* ამ დროს თქვენი რეაქცია თქვენი სულიდან მოდის;
* ამ დროს მოქმედებს თქვენი ჭეშმარიტი „მე“;
* ამ დროს ავლენთ თქვენს ნამდვილ ბუნებას.
ნუ გატყდებით სულიერად, ნუ წაიქცევით, რადგან თქვენი წაქცევით მხოლოდ თქვენ არ წაიქცევით, არამედ თქვენი ახლობლებიც.
აქ „დომინოს“ პრინციპი მუშაობს. ასე რომ, იყავით სულიერად ძლიერი – არა ზეასვლის, არამედ ქვემოთ ვარდნისას.
იყავით დიადი სული, რომელსაც ტკივილის ატანა, წაქცევისას კი ფეხზე წამოდგომა და გზის გაგრძელება შეუძლია!
***
“სიცოცხლე მაშინაც მშვენიერია, როცა ფიქრობ, რომ ამის თქმის მიზეზი არ გაქვს”.
***
სიყვარული – შედეგია;
სიძულვილი – შედეგია;
სიხარული – შედეგია;
სევდა – შედეგია;
სიმდიდრე – შედეგია;
სიღარიბე – შედეგია;
ერთგულება – შედეგია;
ღალატი – შედეგია;
ჯანმრთელობა – შედეგია;
ავადმყოფობა – შედეგია;
წარმატება – შედეგია;
წარუმატებლობა – შედეგია;
ადამიანის წონაც კი შედეგია.
სამყარო მიზეზ-შედეგობრიობის კანონზეა აწყობილი.
თუ გსურთ შედეგის შეცვლა, მოძებნეთ და შეცვალეთ მიზეზი!
რამაზ გიგაური