ცნობილი ქართველი სოპრანო, ნინო ლეჟავა საქართველოშია და მალე ბათუმის მუსიკალურ ცენნტრში კონცერტს გამართავს. ნინო ლეჟავა ამჟამად იტალიაში, ქ.პეზაროში მოღვაწეობს, ის „რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს” სახელობის საოპერო მომღერლების საერთაშორისო აკადემიის სამხატვრო დირექტორი გახლავთ.
კონცერტი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დაარსებიდან 40 წლისთავს ეძღვნება 25 ოქტომბერს ჩატარდება. ცნობილი სოპრანო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან და კაპელასთან ერთად იმღერებს.
კონცერტს უდირიჟორებს ბელგრადის სახელმწიფო საოპერო თეატრის დირექტორი დეჟან სავიჩი, რომელიც ბათუმს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.
26 ოქტომბერს ნინო ლეჟავა ზ. ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში მასტერკლასს გამართავს. შემდეგ კი გამოჩენილი ესპანელი მომღერლის ხოსე კარერასის მასტერკლასისთვის ახალგაზრდა მომღერლებს შეარჩევს.
მასტერკლასი იტალიაში, ქ. პეზაროში, როსინის სახელობის კონსერვატორიაში, 19-დან 26 იანვარს გაიმართება.
ასევე, ერთ საუკეთესო მომღერალს ნინო ლეჟავა გადასცემს მასტერკლასზე უფასოდ მონაწილეობის უფლებას.