fbpx

„რა ფასს ვიხდით ამაში? რად გვიჯდება ეს?“

ავტორი ჟოლო
66 ნახვა

დაცულობის შეგრძნება… რა საინტერესო რამ არის 

სად ვეძებთ ხოლმე დაცულობის განცდას?

ძირითად შემთხვევაში გარეთ – “მე მინდა მან გამიგოს”, “მე მინდა ის მეგობრული იყოს”, “მე მინდა მან მიმიღოს”, “მე მინდა მას მოვწონდე” და ა.შ.

ურთიერთობებში რატომ გვინდა ეს სხვა ადამიანისგან მივიღოთ?

იმიტომ ხომ არა, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ და საკუთარი თავი ადვილად გამოვხატოთ?

და სადაც ამ დაცულობას ვერ ვგრძნობთ რა ხდება?

ხომ არ ვიზღუდებით, თავისუფლებას ხომ არ ვკარგავთ, უარყოფის ხომ არ გვეშინია, საკუთარ თავსაც ხომ არ ვკარგავთ და ვეღარ გამოვხატავთ?

და რა ფასს ვიხდით ამაში?
რად გვიჯდება ეს? 

და რა იქნება ეს საყრდენი რომ საკუთარ თავში გვეპოვა და დაცულობის განცდაც თავად მიგვეცა საკუთარი თავისთვის?

არჩევანი რომ მქონდეს რა მირჩევნია, თავად მე მივცე ჩემს თავს ეს საყრდენი და დაცულობა, თუ სხვა ადამიანებმა მომცენ და მუდმივად გარეთ ვეძებო?

თუ გარეთ ვეძებ, ვერასდროს მივდივარ საკუთარ თავთან და ამ საყრდენით მიღებულ სიხარულს, თავისუფლებას და სიმშვიდეს ვერასდროს ვეზიარები…

ვინ ვიქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვა ადამიანებმა უნდა მომცენ დაცულობის შეგრძნება? რა ძალას ვიპოვიდი საკუთარ თავში?
როგორ ვიურთიერთობებდი სხვა ადამიანებთან?
როგორ ვიცხოვრებდი?

სიყვარულით, თინი ბასილაია 💛☀️

მსგავსი სტატიები

Leave a Comment