fbpx

შეწყვიტე ფიქრი! იმოქმედე!

ავტორი ჟოლო
748 ნახვა

ცხოველები, მცენარეები, მინერალები – წარმოადგენს ენერგიის არსებობის ამა თუ იმ ფორმას. ყველაფერი არის ენერგია. როგორც ვიცით, ეს ენერგია ვლინდება სამყაროს გონის სახით და ეს გონი თავისი ბუნებით შემოქმედია ანუ შექმნის უნარი აქვს.

ჩვენ წარმოვადგენთ სამყაროს გონის გაგრძელებას. ვინაიდან მისგან განუყოფელნი ვართ, უნდა ვიყოთ მასთან ერთიანი და ვიგრძნოთ მისი პოტენციალი. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: თუ სამყაროს გონი შემოქმედი ანუ ავტორია, ჩვენ – თანაავტორები ვართ.

სამყაროს გონი ვლინდება ყოველ ადამიანში ანუ ყველა ვიყენებთ ერთი და იმავე გონის რესურსებს. ეს ჰაერივითაა. არ არსებობს ჩემი და თქვენი ჰაერი. იგივე ეხება სამყაროს გონს. იგი ერთია და თითოეული ჩვენთაგანი იყენებს მას როგორც აზრების წყაროს. მისგან შეგვიძლია მივიღოთ ყველა აუცილებელი ცოდნა. ჩვენთვის ხელმისაწვდომია სრული მისი სიბრძნე. მხოლოდ ამ შემოქმედ საწყისს, ამ სამყაროს გონს შეუძლია აზრების მატერიალიზება. თავისი არსით, იგი ამას მუდმივად აკეთებს, შევიცნობთ ამას თუ არა.

სამყაროს გონი მხარს გვიჭერს ყველაფერში, ამიტომ, რა აზრებიც არ უნდა გაგვიჩნდეს – პოზიტიური თუ ნეგატიური, – იგი განახორციელებს მას ცხოვრებაში.

სამყაროს გონს შეიძლება სრულად მივენდოთ.  იგი არასდროს გვიღალატებს, რადგან ჩვენი აზრების მეშვეობით მოქმედებს. ჩვენ გონების დახმარებით დაკავშირებული ვართ სამყაროს გონთან. ამ თვალსაზრისით ელექტრონათურას ვგავართ. მისი ვარვარის ძაფი რეაგირებს ელექტრულ დენზე, მაგრამ მას არ გამოიმუშავებს. სამყაროს გონი ვლინდება ჩვენში, მაგრამ არ ყალიბდება ჩვენი აზრებისაგან. მაშ ასე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გონება აგებულია იგივე პრინციპით, რაც სამყაროს გონი. უფრო მეტიც, ჩვენ მასთან ერთად ერთ მთლიანს შევადგენთ და განუყოფელნი ვართ მისგან. რა შეზღუდულიც არ უნდა იყოს ჩვენი აზროვნება, იგი წარმოადგენს სამყაროს გონის ნაწილს.

მასში შენახული იდეები, ოკეანის დინებების მსგავსად, ჩვენს გონებაში აღწევს. ოკეანეს აქვს ზედაპირი და სიღრმე, მაგრამ არავინ იცის, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე. ოკეანის ზედაპირი – ეს ჩვენი შემეცნებაა, ხოლო მისი სიღრმე – ქვეცნობიერი. სამყაროს გონი ჩვენში ვლინდება ქვეცნობიერის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ იგი გახსნილია ორივე მხიდან. ერთი მხრივ – სამყაროს გონისათვის, საიდანაც სიბრძნეს ვღებულობთ, და მეორე მხრივ – ჩვენი საკუთარი შემეცნებითი დაპროგრამებისათვის. ამ ორი ძალის შეხამება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი მიღებისათვის მზად ვართ გონებით.

რობერტ ენტონი – «შეწყვიტე ფიქრი! იმოქმედე!»

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment