„რელიგია არ არის, შენ წირვას ისმენდე და გულში შენს მეზობელს განიკითხავდე, რომელიც ჯერ კიდევ ლოგინში ტრიალებს“ — წერს პეტრე კოლხი.
რელიგია არ არის, მიცვალებული მხოლოდ საგანგებო დღეებში რომ გახსენდება და გარშემო ყველა გაიგებს, შენი პანაშვიდის ისტორიას.
რელიგია არ არის, კოჭებამდე კაბებით სიარული და მოკლე კაბიანების დაუმთავრებელი განკითხა…
რელიგია არ არის, შენი სულიერი მოძღვრის გაფეტიშება და სხვა სასულიერო პირების გინება, ამ ქმედებით ქრისტეს ვაგინებთ…
რელიგია არ არის, ხატების მორთვა ჰოლანდიური ვარდებით და სამათხოვროდ გაშვერილი ხელის შეუმჩნევლობა…
რელიგია არ არის, მთის წვერზე ყველას დასანახად ტაძრის შენება და საკუთარი ოჯახის წევრის სახლიდან გაგდება…
რელიგია არ არის, შენი აუტანელი ხასიათის გამართლების მიზნით, შენთვის მიუღებელი შეხედულებების გმობა…
რელიგია არ არის, გადაშლილი ლოცვანის ყურება და სხვისი წარმატებით გაბოროტებული გამოხედვა…
რელიგია არც უსაქმურების თავშესაფარია და არც არ შემდგარი ადამიანების ერთობლიობა, რელიგია საკუთარი თავის შეცნობაა…