…ადამიანები, რომლებიც ჩემთან მოდიან, როგორი განსხვავებულებიც არ უნდა იყვნენ, ერთი რამით გვანან ერთმანეთს – ყველა ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს.
…ზოგმა იცის ეს ამბავი, ზოგიც ჩემგან იგებს.
და მერე…
ზოგი იწყებს ამ თავის ახალ ცხოვრებას და ზოგიც სულ აპირებს და აპირებს….
…ყველამ იცის, რომ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად თავად უნდა გაისარჯონ, მაგრამ მაინც უმეტესობას უყვარს გაერიოს წუწუნა მასაში და ფილოსოფიურად ამტკიცოს რომ:
„არა, ნუ, ეხლა მთლად მასეც არ არის….პოზიტიური კი ვარ მაგრამ, გარემომაც ხომ უნდა შეგიწყოს ხელი ადამიანს….?!“
არა!
არავინ არაფერს არ შეგიწყობთ…
ყველაფერს ან თავად ქმნით და თანაც ახლავე იწყებთ, ან არ ქმნით და ეს „ორშაბათიდან“ სათაგური რომაა ესეც გსმენიათ ალბათ…
დიახ სათაგური, რომელშიც თქვენი „ლომური“ ამბიციები სულ პატარა დისკომფორტის დანახვაზე გაიჭედა….
როგორ გამოხვიდეთ სათაგურიდან?
თქვენ მხოლოდ მარტო სურვილის ძალით შეგიძლიათ მთების გადანგრევა და გადატრიალება…
მთავარია იქონიეთ ეს სურვილი…
გააღვივეთ, შეუკიტინეთ თქვენს თავს….მინდააა!!!!! იმდენჯერ უთხარით, რომ გაიღვიძოს….თქვენმა ბობოქარმა უძლიერესმა სულმა გაიღვიძოს და დაიწყეთ, შექმენით ის ახალი ცხოვრება ისეთად, როგორიც ყოველთვის გინდოდათ რომ ყოფილიყო!
593 94 50 08 / 557 755 571
„როცა ცხოვრების დაწყებას აპირებ“
ავტორი: ხათუნა მუზაშვილი