სექტა, ზომბირება და დაბოლება, თუ საკუთარი ცხოვრების კონტროლის ქვეშ აყვანის საშუალება – გიორგი თვალაძე ტრეინინგების შესახებ
ჩემი შვიდწლიანი პრაქტიკა ნათლად მიჩვენებს, რომ საქართველოში ტრენერისა და ტრენინგების თემა ჯერ კიდევ ძალიან უცხო და გაუცნობიერებელია. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არასოდეს ყოფილა ტრენინგებზე და საკმაოდ სკეპტიკურად არის ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი.
დღეს უკვე ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ტრენინგი, ქოუჩინგი, მასტერ-კლასი, ვებინარი და სხვა, ერთის მხრივ ძალიან გაიცვითა, მაგრამ, იმავდროულად უმეტესობას – მათაც კი, ვინც თავს ტრენერად ან ქოუჩად ასაღებს – სრულფასოვნად არ ესმის მისი სრული მნიშვნელობა. საზოგადოების დიდ ნაწილში მუსირებს აზრი, რომ ტრენინგი – ეს არის ადამიანის პროგრამირება და ზომბირება, რაშიც ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი.
თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ნამდვილად არ არის ამ ადამიანების სიფრთხილე საფუძველს მოკლებული… ისინი ხომ ამით საკუთარ ფსიქიკას იცავენ?! მაგრამ, მოდი ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობ:
შენ მთელი ცხოვრება გაპროგრამებდნენ და თანაც, ამას აკეთებდნენ მიუხედავად იმისა, გინდოდა შენ ეს თუ არა!
ჯერ მშობლებმა დაიწყეს შენი პროგრამირება, შემდეგ საქმეში ჩაერთო – საბავშვო ბაღი, სკოლა, სამეგობრო წრე და სხვები. ამ ყველაფერში მთავარი კი ის არის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შენი პროგრამირება შენთან შეთანხმების გარეშე ხდებოდა, შენ კი, მორჩილად მიყვებოდი დინებას და მტვერსასრუტივით ისრუტავდი ყველაფერს, რასაც გთავაზობდნენ.
სწორედ აქედან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობა დღეს ცხოვრობს იმ პროგრამების მიხედვით, რომელიც მათში გარემოცვამ ჩაამონტაჟა. ისინი სწავლობენ ინსტიტუტებში, რომელიც თავად არ აურჩევიათ, მუშაობენ სამსახურებში, რომელსაც ვერ იტანენ და ფაქტობრივად, ცხოვრობენ სრულ უსაზრისობასა და ქაოსში, აკოპირებენ რა თავიანთი გარემოცვის ქცევით შაბლონებს.
ალბათ შენც გსმენია მსგავსი სიტყვები, რომ – ტრენინგები ზომბირებაა, სექტაა, დაბოლებაა და ა.შ. ამას სწორედ ის ადამიანები ამტკიცებენ, ვისაც მთელი ცხოვრება [დღემდე] ყოველგვარი ნებართვის გარეშე აპროგრამებდნენ და შეუქმნეს სამყაროს ისეთი მოდელი, სადაც თითოეული სიახლე საშიშია და მათი მხრიდან გაქილიკებასა და გაღიზიანებას იწვევს.
მე გულწრფელად მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აბიჯებს ზრდასრულ ცხოვრებაში, ვალდებულია 100% პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებაში ხდება. თავის დროზე გავაცნობიერე, რომ მე არ ამირჩევია ის გზა, რომელსაც წარსულში მინერგავდნენ და მიპროგრამებდნენ თავში. ჩემი მასწავლებლები სხვა ეპოქის ადამიანები იყვნენ… ახლა რომ ვუკვირდები, ისინი საერთოდ არ იყვნენ ჩემთვის სამაგალითო ადამიანები. ისინი არ ასხივებდნენ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიყვარულსა და სიმდიდრეს… რაც არ უნდა სამწუხარო იყოს – ეს სიმართლეა.
მე გავაცნობიერე, რომ პირველ რიგში, ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა ამეღო და ისეთი ადამიანი გავხდარიყავი, როგორიც გულით მინდოდა ვყოფილიყავი. სწორედ ამაშია 100% პასუხისმგებლობის არსი. თუ ახლა კითხულობ ამ პოსტს, ესეიგი შენ მიზერული სურვილი მაინც გაქვს იმისა, რომ აირჩიო, თუ რა თვისებებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება გინდა საკუთარ თავში… და თუ ასეა, მაშინ მე მოხარული ვიქნები, ჩემს გუნდთან ერთად დაგეხმარო ამაში.
მე არ ვამტკიცებ, რომ ჩემი ტრენინგები ერთადერთი ჭეშმარიტებაა ცხოვრებაში, და თუ გაივლი ჩემს ტრენინგს, სხვა ადამიანი გახდები. არა, ჩემი ტრენინგები და კურსები ბევრ უმაქნის ადამიანს გაუვლია და სადაც მის გავლამდე იდგნენ, ახლაც იქ დგანან. მაგრამ, მე შემიძლია აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო და გზა დაგანახო… ისარგებლებ ამ ყველაფრით, თუ არა, ეს უკვე შენი არჩევანია.
კვირას, 25 იანვარს, 22:00 სთ-ზე ვატარებ უფასო ვებინარს: “ტელეპორტაცია 2015. როგორ მოვახდინოთ კვანტური ნახტომი და A წერტილიდან გადავინაცვლოთ B წერტილში”.
დამიჯერე, თუ საკუთარ თავში გარკვევა, შინაგანი ქაოსის დალაგება და ნამდვილი მიზნების მაღალეფექტურად სტრუქტურირება გინდა, მაშინ შენ უნდა იყო ამ ვებინარზე. მეორე შანსი აღარ გექნება, რადგან ამ ვებინარის არც გამეორებას და არც ჩანაწერის გაკეთებას არ ვაპირებ [შეგნებულად]. ეს იქნება საკმაოდ ინტიმური და პრივატული ინფორმაცია რჩეულთათვის, და მასში მონაწილეობას მიიღებს ის, ვისთვისაც საკუთარი თავისა და ცხოვრების ეფექტურად განვითარება #1 პრიორიტეტია.
თუ გსურს გარანტირებულად მოხვდე ვებინარზე, გადადი ამ ბმულზე>>> http://money.inteleqtika.com/ <<< და გააფორმე ხელმოწერა… ამ შემთხვევაში შენ გარანტირებულად მიიღებ ჩვენგან ბმულს მითითებულ მეილზე.