fbpx

„არ უნდა აყვე ნეგატიურ ფიქრს, თორემ ჩათრევა იცის“…

ავტორი ჟოლო
2,324 ნახვა

ხანდახან ცხოვრებამ აზრი თუ დაკარგა, არაუშავს, ყუდაღება არ მიაქციოთ. ეს ემოცია მოსდით ხოლმე ადამიანებს. ამ დროს სული სიცარიელეს განიცდის.

თუ კარგად დავაკვირდებით იმ წამს მართლა აზრი აქვს დაკარგული ყველაფერს, მაგრამ არ უნდა დანებდეთ, დაიწყეთ ფიქრი მომავალზე და უცებ გაივლის.
არ უნდა აყვე ნეგატიურ ფიქრს, თორემ ჩათრევა იცის, მერე იწყება სასოწარკვეთა და დეპრესია.

არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ფუჭი და უაზრო ეჩვენებათ ცხოვრება. ასეთი ადამიანები მარტოსულები არიან და გაურბიან ფიზიკურ მარტოობას, უნდათ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომ არ იფიქრონ იმაზე, რომ ისინი საჭირონი არ არიან ახლობლებისთვის. მოკლედ, ქვეცნობიერი შიში აქვთ მარტოობის.
არიან ისეთებიც, რომლებსაც არ სურთ არავისთან კონტაქტი და მარტოობას ივსებენ მარტოობით.

ღარიბ ადამიანს ტანჯავს ის, რომ არ აქვს და არ შეუძლია თავს უშველოს, რომ გადარჩეს.
მდიდარს ტანჯავს ის, რომ აქვს თავზე საყრელი და მაინც არ შეუძლია საკუთარი თავის შველა.

როცა ადამიანი გარდაიცვლება, ამბის გაგებისთანევე კითხულობენ მიზეზს, რამ მოკლა? ჯერ მიზეზი უნდა შეიტყონ აუცილებლად და მერე ხდება შეცხადება. ნეტა რატომ აქვს მნიშვნელობა რამ მოკლა, რას ცვლის მიზეზი? ეგოიზმი თუ შიში, თავადაც იგივე არ დაემართოთ, ან გაითვალისწინონ, თავადაც იმ შემთხვევამ არ იმსხვერპლოს.

შენ ახლა ამ ნაწერს კითხულობ, მიხვდი თუ ვერ მიხვდი, მეთანხმები თუ არ მეთანხმები, მოგწონს თუ არ მოგწოს, შენ მაინც ბედნიერი ხარ, შენ ბედნიერი ხარ, შენ ბედნიერი ხარ, იმიტომ, რომ ცოცხალი ხარ და შეგიძლია წაიკითხო.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment