fbpx

„მცდელობა არ დააკლოთ სიტუაციის გამოსწორებას“ …

ავტორი ჟოლო
821 ნახვა

თუ რამეზე დარდობთ ან განიცდით, არაუშავს, თქვენს ემოციას დრო და სხვა მოვლენები აუცილებლად ჩააცხრობს. 

გინდათ თუ არ გინდათ, მოსახდენი მაინც მოხდება, კარგიც და ცუდიც.
გსურთ თუ არ გსურთ, შეგუება მოგიწევთ მოვლენებთან. თუმცა გულხელდაკრეფილი არ უნდა იყოთ. მცდელობა არ დააკლოთ სიტუაციის გამოსწორებას.
არასოდეს არ იჩქაროთ, მოვლენებს არ გაუსწროთ, ბევრი იფიქრეთ და გონივრულად მიიღეთ გადაწყვეტილება.

აბა გაიხსენეთ, შარშან, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს რაზე ბრაზობდით ან რას დარდობდით?
დარწმუნებული ვარ ზუსტად არც კი გახსოვთ (შეიძლება ერთს ან ორს ახსოვდეს) მალე ისიც არ გემახსოვრებათ რაზე დახარჯეთ ემოცია და რა გტანჯავდათ დღეს.

უარყოფითი ემოცია მავნებელია, როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე წარმატებისთვის.
უარყოფითი ემოცია არის ტალახი, რომელიც გიბინძურებთ სასიცოცხლო ენერგეტიკულ ველს და აურას. აუცილებელია იმედიანი, პოზიტიური განწყობა, ფიქრი სიკეთეზე და კარგ ამბებზე. ფიქრი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დრო ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. სხვა შემთხვევაში, ყველა თქვენი დაგეგმილი საქმე უარყოფითად წარიმართება.

გამძლეობას გისურვებთ, პოზიტიურ განწყობას, სურვილების შესრულებას და წარმატებას.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment