fbpx

„ყველაფერს მიხვდები მაშინ, როცა დაკარგავ იმას, რაც გაქვს“…

ავტორი ჟოლო
66 ნახვა

ათი დღე აფრიკაში. ეთიოპია, ადის აბაბა.

ადამიანის შესაძლებლობები ამოუცნობი და ამოუწურავია.
სწავლობ და მაინც ბევრი გრჩება სასწავლი.
თუ გგონია იცი, ის რაც იცი, მაშინ შენ არაფერი არ იცი.

,,მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი” თქვა სოკრატემ და თვითშემეცნებით ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს, ბრძენი უწოდა.

არიან ადამიანები, რომელთაც მოჩვენებითი თვითშემეცნება აქვთ.
შეიძლება ერთ საქმეში იყო ძლიერი, მაგრამ გეჩვენებოდეს, რომ დანარჩენ სხვა საქმეშიც ძლიერი ხარ.

ყველაფერს მიხვდები მაშინ, როცა დაკარგავ იმას, რაც გაქვს.

კიდევ ერთხელ მივხვდი და გავიაზრე, რომ ადამიანს, თვითკმაყოფილება, საკუთარი თავის თაყვანისცემა, პატივმოყვარეობა და განდიდების მანია, ასუსტებს, აუძლურებს და ამარცხებს.

როგორ ცხოვრობდი ადრე და როგორ ცხოვრობ დღეს.
ვინ იყავი წარსულში და ვინ ხარ დღეს.

ქვეყანა, სადაც მე ვიყავი წასული საიდუმლოებითაა მოცული, თავისი სიკეთითა და სისასტიკით, სიღარიბით და სიმდიდრით, სიყვარულით და სიძულვილით. აქ ხილულად ხედავ ყველაფერს.
თუ გინდა სწორი პასუხი მიიღო კითხვაზე, რატომ ხდება რაც ხდება, მაშინ სულით უნდა შეიგრძნო სინამდვილე.

დიდი სულიერი გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი.

ღმერთი ყოველთვის გიგზავნის ადამიანს, რომელიც თვალს აგიხელს, სიბრძნეს შეგმატებს და გაგაძლიერებს. განგება გიგზავნის კეთილსაც და გიგზავნის ბოროტსაც, რათა ისწავლო და გაარჩიო ნათელი ბნელისგან.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment