fbpx

შენ სანდო ხარ თუ არა სანდო?

ავტორი ჟოლო
63 ნახვა

ადამიანებს შორის ნამდვილი ურთიერთობა არის ცოცხალი, უხილავი ველი, რომელიც ქმნის ხილულ, ნამდვილ სახეს. ამ ურთიერთობას ქვია – ნდობა, რომელიც ყველა გრძნობაზე ძლიერია.

ნდობა არის ცოცხალი და მაცოცხლებელი უჯრედი, ის ყველაზე ძლიერი, ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი თვისება და გრძნობაა.

ადამიანი შეიძლება გიყვარდეს, მოგწონდეს, გენატრებოდეს, დროს ატარებდე მასთან, მაგრამ არ ენდობოდე.

თუ გაქვს უნარი, ამოიცნო ადამიანებში ვის უნდა ენდო და ვის არა, მაშინ შენ ხარ ზედმიწევნით გონიერი, ბედნიერი, წარმატებული და რეალიზებული.

პირველ რიგში ჯერ საკუთარ თავთან უნდა მოიპოვო ნდობა, ენდო შენს გონიერებას, აზროვნებას, ქმედებას და გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ იწყება ნამდვილი ადამიანური, ჭეშმარიტი და სულიერი ცხოვრება.

უნდო და ეჭვიანი ადამიანი თავად არ არის სანდო, ის მუდმივ ტანჯვაშია და გონია ყველა ღალატობს და ებრძვის.

არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა გენდობიან და შენი სჯერათ. ზოგჯერ სიყვარულზე მაღლა დგას ნდობა. რა უნდა იყოს ამაზე ძლიერი და ამაღლებული, როცა ადამიანი გეუბნება – მე შემიძლია სიცოცხლე განდო.

უნდობლობა კლავს, ანადგურებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას. უნდობლობა იწვევს ეჭვს და მტობას. უნდობლობა ანადგურებს ადამიანის მომავალს.
არა სანდო ადამიანი დაღუპულია და თუ ერთხელ მიიღო ეს სახელი, მიუღებელი ხდება ყველასთვის.

არა სანდო ადამიანი უღმერთოა და განწირული.

ფრთხილად იყავით იმ ადამიანთან ვინც ამტკიცებს რომ სანდოა.

რთულია გამოიცნო სანდო და არა სანდო ადამიანი, ამას ცხოვრების გამოცდილება გვასწავლის.

როგორ გავაჩიოთ სანდო და მოღალატე.
სანდო ადამიანი თავად გიცხადებს ნდობა ( თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, არიან მოთამაშე ადამიანები, რომლებიც ვითომ გენდობიან )
მოღალატე ყველაფერს აკეთებს რომ მოიპოვოს შენი ნდობა.

შეგიძლია ჩამოთვალო გულში რამდენი ადამიანი გენდობა და რამდენ ადამიანს შეუნახე საიდუმლო?

შეგიძლია ჩამოთვალო თავად რამდენ ადამიანს ენდობი და რამდენმა იცის შენი საიდუმლო.

ნდობა – ადამიანის თვისებაში, ყველაზე დიდი განძი.
ნდობა, ღირსეული და ღვთისნიერი ადამიანის თვისებაა.

მე თითქმის ყველას ვენდობი და თითქმის არ მღალატობენ. არ ვიცი ეს ჩემი თვისებაა თუ თანდაყოლილი განძი.

ნდობა და სიყვარული ერთად ეს არის ჰარმონია, ნეტარება და სრული ბედნიერება.
თუ ეს ორი გრძნობა ერთ მთლიანობაში არ განგიცდია, მაშინ შენ არცერთი წამი არ გიცხოვრია, შენ მხოლოდ ცოცხლობდი.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment