fbpx

ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების საიდუმლო …

ავტორი ჟოლო
2.9K ნახვა

ცალ-ქმარმა 60 წელი იცხოვრა ერთად.

მათ  მთელი ცხოვრება, არ ჰქონიათ ერთმანეთისგან არაფერი დამალული. მხოლოდ ერთ საიდუმლოს ინახავდა ცოლი.

კარადის ზედა თაროზე, იდო ფეხსაცმლის ყუთი, სადაც ქმარს არასდროს არ ჩაუხედავს. მისი საიდუმლოც სწორედ ამ ყუთს უკავშირდებოდა.

ღრმად მოხუცი ცოლი, გახდა ავად და ჩაწვა ლოგინად. მან გადაწყვიტა, ქმრისთვის გაემხილა თავისი საიდუმლო და სთხოვა მეუღლეს ჩამოეღო, ძველი ფეხსაცმლის ყუთი თაროდან.

როდესაც ქმარმა გახსნა   ყუთი, მან დაინახა ორი ძალიან ლამაზი ნაქსოვი თოჯინა და  გვერდზე მთელი შეკვრა ფული 25 000$.

– რა არის ეს? – იკითხა ქმარმა.

– იცი, როცა ცოლად მოგყვებოდი, ბებიამ გამიმხილა ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების  საიდუმლო. მან მასწავლა:„როცა ქმარზე გაბრაზდები – არასდროს, არასდროს არ ედავო. უბრალოდ წადი და მოქსოვე ერთი თოჯინა“.

ქმარს თვალებში ჩაუდგა ცრემლები, ყუთში ხომ ორად ორი თოჯინა იდო და მან ჰკითხა:

–  და ეს, რა ფული დევს ყუთში?  ნუთუ, მთელი ამ ხნის მანძილზე დასახარჯი თანხიდან ზოგავდი?

ცოლმა მშვიდად მიუგო:

– მე შევაგროვე ეს ფული, თოჯინების გაყიდვით…

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment