fbpx

ისწავლეთ გაყიდვა, ნუ იქნებით მომაბეზრებელი მომხმარებლისთვის…

ავტორი Ann
237 ნახვა

ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი გაყიდვებია, ნებისმიერი ტიპის ბიზნესის შემოსავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული, ამიტომ ბიზნესმენები ძალიან ფრთხილად არჩევენ გაყიდვების მენეჯერებს. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სამსახურია, ადამიანთა უმრავლესობას ჯერ კიდევ წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა აწარმოოს გაყიდვები ისე, რომ მომხმარებელი დააინტერესოს.

 

არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ასობით თანამშრომელი ჰყავთ გაყიდვების სფეროში, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ახერხებს წარმატების მიღწევას. რაში მდგომარეობს საიდუმლო? საქმე ის გახლავთ, რომ თუ თქვენ მომხმარებელს მხოლოდ პროდუქტს სთავაზობთ, მისთვის ნაკლებად საინტერესო ხართ, მაგრამ თუ მას სთავაზობთ მეგობრობას, ის თქვენს პროდუქტს აუცილებლად შეიძენს.

 

როგორ უნდა მოიქცეთ: მაგალითად გაქვთ ტელევიზია და გსურთ მოიზიდოთ რეკლამა, ანუ თქვენი გასაყიდი პროდუქტი სარეკლამო სივრცეა. თუ თქვენ ბიზნესმენებთან მიხვალთ შეთავაზებით, რომ გადაიხადოთ თანხა და განათავსოთ რეკლამა, მათ ბევრი მსგავსი ალტერნატივა ექნებათ და შესაძლოა თქვენ სულაც არ აგირჩიოთ. დაუმეგობრდით მათ, დაპატიჟეთ ყავაზე და ესაუბრეთ თქვენი საქმიანობის შესახებ, მოისმინეთ მისი შეხედულებები, შესთავაზეთ იდეები მისი ბიზნესის განსავითარებლად, მოიპოვეთ კეთილგანწყობა, იყავით მაქსიმალურად გულწრფელი, გახსნილი და ის აუცილებლად ითანამშრომლებს თქვენთან.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment