fbpx

„ცრემლმორეულმა, გაბრაზებით შეუყვირა შორიდან…“ – მასწავლებლის მიმართვა მამებს

ავტორი ჟოლო
25 ნახვა

„საპირისპირო სქესთან მეგობრობა, ურთიერთობა, თამაში, ისევ ტაბუდადებულია ჩვენთან“-წერს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი სოციალურ ქსელში და ბიჭების მამებს ურჩევს ქალის პატივისცემა პატარაობიდანვე ასწავლონ შვილებს.

ელეონორა ქვილითაია: „ოდეს ყოფილ არს მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური” – ნუთუ კიდევ არსებობს ასეთი გადარჩევა და ასე ვიზრდებით?!
საპირისპირო სქესთან მეგობრობა, ურთიერთობა, თამაში, ისევ ტაბუდადებულია ჩვენთან.
დღეს კლასშიც წარმოიშვა იგივე თემა, სასაცილოდ (როგორც ყოველთვის) და დამაფიქრებლად.
ბიჭები თამაშობენ რაღაცას, ხატავენ და ნათიაც მიუცუცქდა გვერდით გოგო, რომელიც ზედმეტად ემოციურია, ყოველთვის სამართლიანობისათვის მებრძოლი და ზოგჯერ შეიძლება ისე გაწიწმატდეს, მასწავლებელმაც ვერ გააჩეროს)))
ჰოდა, ერთ-ერთმა პატარა ბიჭმა წარბაწევით, მამაკაცური ტონით უთხრა:
“რა გინდა ჩვენთან, ადექი, სად გინახავს გოგო ბიჭებთან თამაშობდეს, იქნებ რა თემაზე ვლაპარაკობთ კაცებიო!” (მესამე კლასელი!
ნათიას ჯერ სახე შეეცვალა, ადგა, სწრაფი ნაბიჯებით დაუბრუნდა თავის ადგილს, თვალები გაუსწორა და ცრემლმორეულმა, გაბრაზებით შეუყვირა შორიდან:
“შენ რა გგონია, შენნაირი მე სამი ბიჭი მყავს სახლში და ისინი მეთამაშებიანო!”

ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული. არ ვარგა ბიჭს ასწავლოთ მამებმა, რომ გოგოს ადგილი არ არის მათთან, ის მერე ვერასდროს სცემს მომავალში ქალს პატივს, რაც არ უნდა გაუკეთოს!

და კარგია, ვინც ვიცით – “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”. პატივისცემაა მთავარი და არა ის აზრი, რომ “ქალია და შენზე დაბალი”… ესაა დამამცირებელი, თორემ ზღვარი, ისევე, როგორც ყველაფერში, რა თქმა უნდა არსებობს“…

მსგავსი სტატიები

Leave a Comment