ბრაიანი მთელი დღე მართავდა საჭეს, ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ როგორც კი შეამჩნია გზიდან გადაყენებული მერსედესი, მანქანა გააჩერა და დასახმარებლად გადმოვიდა.
მანქანიდან ასაკოვანი ქალბატონი დაბნეული იყურებოდა. ცოტა არ იყოს შეშინებულიც ჩანდა, დიდი ხანი იჯდა ასე მანქანაში და არავის გაუჩერებია. ახლა კი ეს ახალგაზრა ბიჭი უახლოვდებოდა. ნეტავი, ხომ არაფერს დაუშავებდა?
„დაგეხმარებით ქალბატონო, გადაჯექით ჩემს მანქანაში, იქ უფრო თბილა. მანამდე კი საბურავს გამოვუცვლი თქვენს მანქანას. ჩემი სახელია ბრაიან ანდერსონია“ – გაუღიმა ბიჭმა.
ბრაიანი მორჩა საქმეს. ასაკოვანმა ქალბატონმა სთხოვა, თანხა დაესახელებინა დახმარების სანაცვლოდ. რაზეც ბრაიანმა ღიმილით უპასუხა, რომ ქალბატონს არაფერი მართებდა მისი. მან უბრალოდ დახმარების ხელი გაუწოდა რთულ სიტუაციაში და მხოლოდ ღმერთია მოწმე, თუ რამდენი დახმარებია მასაც, როცა უჭირდა.
ხოლო, თუ მაინც და მაინც, სურდა გადახდა ქალბატონს, მაშინ მომავალში, როცა ის, დაინახავდა ვინმეს ვისაც, სჭირდებოდა მისი დახმარება – გაეხსენებინა ბრაიანი და დახმარებოდა.
ქალბატონმა მადლობა გადაუხადა და გზა გააგრძელა. რამდენიმე კილომეტრში გზად რესტორანთან გაჩერდა, გადაწყვიტა ევახშმა და თან გამთბარიყო.
გოგონა, რომელიც ქალბატონს ემსახურებოდა, შეხვდა მას გულთბილად, მიუხედავად იმისა რომ ის მთელი დღის მანძილზე იდგა ფეხზე.
ქალბატონმა შეატყო რომ ვერც მძიმე სამუშაომ და ვერც ფეხმძიმობამ, გოგონას ვერ წაართვა გულისხმიერება. როცა დაასრულა ვახშამი, მან გოგონას გაუწოდა 100დოლარიანი. გოგონა წავიდა, რათა მოეტანა ხურდა, მაგრამ მობრუნებულს ქალბატონი არ დახვდა. უნდოდა დასწეოდა, მაგრამ ის სწრაფად გავიდა. გოგონამ კი მაგიდაზე იპოვა წერილი, რომელმაც ცრემლები მოჰგვარა – “თქვენ ჩემი არაფერი არ გმართებთ, უბრალო გამვლელი ვარ. დღეს დამეხმარა კეთილი ადამიანი, ისე, როგორც მე, ამას ვაკეთებ თქვენთვის. თუ თქვენ, გინდათ ნამდვილად გადამიხადოთ, არ მისცეთ უფლება ამ სიკეთის ჯაჭვს თქვენზე გაწყდეს“. ხელსახოცის ქვეშ გოგონამ კიდევ 400 დოლარი აღმოაჩინა.
საიდან უნდა სცოდნოდა ამ ქალბატონს, როგორ სჭირდებოდათ ეს ფული მას და მის ქმარს?
სახლში დაბრუნებული გოგონა, უყვებოდა საყვარელ მეუღლეს თავს გადამხდარ ამბავს. ბოლოს აკოცა და ჩასჩურჩულა: “ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ მიყვარხარ ბრაინ ანდერსონ“.
სიკეთე, არასდროს იკარგება. სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით. ხშირად კი, სიკეათე მოულოდნელად გვიბრუნდება.
წყარო: /zrda.wordpress.com