fbpx

ნუ დაუწუნებთ მამაკაცს საჩუქარს

ავტორი ჟოლო
38 ნახვა

დაპირებისამებრ, გთავაზობთ თემას სერიიდან  –  „რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას მამაკაცი, ქალის უზრუნველყოფაზე“. რამდენად ძნელად აღასქმელად არ უნდა ჟღერდეს: ყველაფერში ვართ დამანაშავე ქალები.

ამ რამდენიმე დღის წინ გაგიზიარეთ თემა „არ მისცეთ მამაკაცს ფული“. იყო გამოხმაურებები, მადლობა მინდა გადაგიხადოთ. როგორც  ჩანს, აქტუალურია ურთიერთოების ეს კუთხე წყვილებში.

გავაგრძელებ  და შემოგთავაზებთ  საკითხის განხილვას – რატომ არ უნდა ვთქვათ უარი, საყვარელი მამაკაცის მიერ მორთმეულ მცირეოდენ საჩუქარზეც კი.

მაშ ასე ვიწყებთ:

როცა, ქალს უჭირს კაცისგან საჩუქრის მიღება არ მოსწონს და აკრიტიკებს, ეს არის არც მეტი არ ნაკლები – წყევლის მსგავსი.

დიახ, დიახ არ მოგეჩვენათ!i

ქალი – სიმბოლოა მატერიალური კეთილდღეობის ენერგიის. გაანებივრო ქალი – ნიშნავს, ასე რომ ვთაქვათ, გული მოუგო „სიმდიდრის და კეთიდღეობის ღმერთს“.

განვიხილოთ ქალის რეაქცია საყვარელი მამაკაცისგან საჩუქარაზე

ორი შემთხვევა:

  1. ქალი საჩუქარს, თუნდაც მციერეოდენს, იღებს სიხარულით. ამ დროს, ფაქიზ ენერგიების დონეზე ხდება ენერგიების გაცვლა. რის შედეგადაც, მამაკაცისთვის იხსნება დიდი ენერგეტიკული ველი მოქმედებებისთვის და მორიგი წარმატებებისათვის.
  2. როდესაც ქალს არ შეუძლია საჩუქრის მიღება და ამბობს „ეს ხომ ასეთი ძვირია! რაში დახარჯე ფული… რად  გინდოდა ამის ყიდვა“… ის „წყევლის“  და ბლოკავს კაცის კეთილდღეობას. რის შედეგადაც, ფული მიდის მამაკაცისგან  (ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ, არ იპოვის ქალს, რომელიც სიამოვნებით მიიღებს საჩუქრებს).

რა ხდება თქვენს შემთხვევაში:

chto-nel-zya-darit-zhenshhinam

  • იღებთ თუ არა საჩუქრებს თქვენი საყვარელი მამაკაცისგან?
  • გახარებთ თუ არა, თუნდაც, მცირედი საჩუქარი?
  • მთელი გულით, ხდება თუ არა საჩუქრის მიღება?
  • გრძნობთ თუ არა თავს კარგად, როცა გასაჩუქრებენ?

რას აკეთებენ ე.წ. საყვარელი ქალები? ისინი ითხოვენ, ეუბნებიან რა უნდათ და სიხარულით ღებულობენ სასურველს. შემდეგ ტრაბახობენ ყველგან, სადაც კი მოახერხებენ.

მამაკაცი ამაყია ქალის განწყობით. ის თავს გრძნობს ბედნიერად და რეალიზებულად, თუ მას შესწევს ძალა გაბედნიერეოს ქალი.

რას აკეთებს ამ დროს ე.წ. კანონიერი ცოლი? ზოგავს, ინახავს, ეკონომიის რეჟიმი აქვს ჩართული… ძალიან ხშირია, როცა ცოლი უკმაყოფილოა  და გულგრილია საჩუქრის მიმართ ან უფრო უარესი, გააჩუქებს  სხვაზე შეცდომაა!!! თუ საჩუქარს არ იღებს ქალი, თანაცხოვრება კარგავს აზრს. ამიტომ, გააფართოვეთ თქვენი დაშვებადობა, ისწავლეთ  სურვილების ხმამაღლა თქმა და მიიღეთ მთელი გულით სასურველი.

მიმღებლობის მედლას აქვს მეორე მხარეც – როცა ქალი იღებს და ითხივს არაჯანსაღად. მას ეცოტავება, არაფერი არ აკმაყოფილებს, გაუმაძღარია. ეს დამანგრეველია კაცისთვის – ის გამოიფიტება, რადგანაც საყვარელი ქალი მისით უკმაყოფილოა და უბედური.

როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა?pair-with-presents

დაიწყეთ, ყოველ დღე ღმერთის მადლიერებით, რომ გყავთ ადამიანი რომელიც თქვენზე ფიქრობს.

უთხარით საკუთარ თავს:

„მართალია, მოცემულ მომენტში უკმაყოფილო ვარ ქმრის საჩუქრით, მაგრამ მე დიდი სიხარულით და მადლიერებით მივიღებ, ნებისმიერ მის მიერ გამოჩენილი ყურადღებას“.

გარკვეული პრაქტიკის შედეგად, თქვენი დამოკიდებულება შეიცვლება.

ეს, რაც შეეხებოდა მიმღებლობას.

გამიზიარეთ რანდენად მოგწონთ თემაში მოყვანილ საკითხები. რამდენად მისაღები და გასათვალისწნებელია ის?

მე კი ვაგრძელებ რუბრიკას: „რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას მამაკაცი, ქალის უზრუნველყოფაზე“ და რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის ქალს…

პირველი – „არ მისცეთ მამაკაცს ფული“ ა

მეორე – „ნუ დაუწუნებთ მამაკაცს საჩუქარს“

მესამე – „ნუ გეცოდებათ მამაკაცი“

გმადლობთ, რომ  კითხულობთ ბლოგს.

სიყვარულით,  პერსონალური ქოუჩი 

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment