fbpx

სამყაროში სიმშვიდე არ სუფევს მანამ, სანამ ამ მომენტში მას საკუთარ თავში არ იპოვი

ავტორი ჟოლო
83 ნახვა

“„სამუშაო“ გიჩვენებს შენს ბედნიერებას უკუღმა სად გებულობ. როდესაც ფიქრობ, რომ ადამიანები შენს მიმართ კეთილშობილები უნდა იყვნენ, სიმართლე ამის საპირისპიროა: თავად შენ უნდა იყო კეთილშობილი მათთან და საკუთარ თავთან მიმართებით. სხვა ადამიანების მიმართ შენი შეფასებები ხდება შენი რეცეპტი იმისა, თუ როგორ იცხოვრო. როდესაც მათ აბრუნებ, ხედავ ბედნიერებას რა მოგიტანს.

რჩევა, რომელსაც შენი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს აძლევდი, აღმოჩნდება, რომ შენთვის არის განკუთვნილი და არა ჩვენთვის. ბრძენი მასწავლებელი გახდები როგორ კი საკუთარი თავის სტუდენტი იქნები. სხვა გისმენს თუ არა, ეს მნიშვნელობას კარგავს, რადგან შენ ისმენ. შენ ის სიბრძნე ხარ, რომელსაც ჩვენ გვთავაზობ, სუნთქავ, დადიხარ და ძალისხმევის გარეშე მოქმედებ, როდესაც შენი საქმით კავდები, ყიდულობ პროდუქტებს ან ჭურჭელს რეცხავ.

თვით-რეალიზება უტკბილესი რამაა. ის გვიჩვენებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლები თავად როგორ ვართ და ჩვენს თავისუფლებას სწორედ აქ ვპოულობთ. იმის მაგივრად, რომ იყო სხვა ადამიან-რეალიზებული, შეგიძლია იყო თვით-რეალიზებული. იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავის შესავსებად ჩვენ გვეძებო, ეს საკუთარ თავში შეგიძლია იპოვო.

 

ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა შევიცვალოთ; ჩვენ არ ვიცით როგორ მივუტევოთ ან პატიოსნები როგორ ვიყოთ. ჩვენ მაგალითს ველოდებით. ის სწორედ შენ ხარ. შენ საკუთარი თავის ერთადერთი იმედი ხარ, რადგან ჩვენ არ ვიცვლებით მანამ, სანამ შენ არ შეიცვლები. ჩვენი საქმეა შემოგიტიოთ, რაც შეგვიძლია მკაცრად, ყველაფრით რაც გაბრაზებს, გაღიზიანებს, გეწინააღმდეგება, სანამ ამას არ გაიგებ. ჩვენ ასე ძალიან გვიყვარხარ, ვაცნობიერებთ თავად ამას თუ არა. მთელი სამყარო შენს შესახებაა.

 

ასე, რომ „სამუშაო“ ქმედებაში რომ გადაიყვანო იმ პატარა ხმის მოსმენით დაიწყე, რომელიც გეუბნება ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. გააცნობიერე, რომ სინამდვილეში შენ გეუბნება რა გააკეთო. როდესაც ის ამბობს „მან წინდები უნდა აიღოს,“ შებრუნებას მოუსმინე „წინდები მე უნდა ავიღო,“ და უბრალოდ ეს გააკეთე. დარჩი იმ ნაკადში, რომელიც ადვილი და დაუსრულებელია. აკრიფე მანამ, სანამ ეს არ შეგიყვარდება, რადგან ეს შენი სიმართლეა. და იცოდე, რომ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახლი, რომელიც უნდა დაალაგო – ეს შენი გონებაა.

 

სამყაროში სიმშვიდე არ სუფევს მანამ, სანამ ამ მომენტში მას საკუთარ თავში არ იპოვი. თუ გინდა თავისუფალი იყო, ეს შებრუნებები ცხოვრებაში გადაიტანე. ეს არის ის, რაც იესომ გააკეთა, რაც ბუდამ გააკეთა. ეს არის ის, რაც ყველა უდიდესმა პიროვნებამ გააკეთა და ყველა იმ უცნობმა დიდებულმა ადამიანმა, რომლებიც უბრალოდ თავიანთ სახლებში და საზოგადოებაში ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობენ.” – ბაირონ ქეითი

ბაირონ ქეითის “სამუშაო” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური მეთოდია. მე მისი წარმომადგენელი ვარ საქართველოში.

“სამუშაოს” სესიაზე ჩასაწერად მომწერეთ პირადში.

სიყვარულით, თინი ბასილაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment