101
რობერტ კაპა, ცნობილი უნგრელი ომის თემატიკის ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი, რომელსაც 5 ომი აქვს გადაღებული 1947 წელს თავის ამერიკელ მეგობარ, მწერალ ჯონ სტაინბეკთან ერთად საბჭოთა კავშირს სტუმრობდა. ერთი წლის შემდეგ შთაბეჭდილებები მწერალმა ერთ წიგნში მოათავსა სახელად „რუსული ჟურნალი“ და კაპას ფოტოებით გააფორმა. სწორედ ასე შემორჩა 40-იანი წლების საქართველოს ფოტოები ისტორიას.