ქუჩაში შუქნიშნის ერთ და მეორე მხარეს მე და მუსულმანი ქალი ვიდექით…
თმები მხრებზე მეყარა და ტუჩებზე მუქი წითელი ტუჩსაცხი მესვა…
მხრებში გაშლილი ვიდექი და ვათვალიერებდი მას, რომელსაც მხოლოდ თვალები უჩანდა, ისეთი ლამაზი თვალები ქონდა, თმებიც რომ ქონოდა ასე თამამად ჩამოშლილი, ღმერთმა იცის რა ლამაზი იქნებოდა…
ვხედავდი როგორ მათვალიერებდა ისიც…
ვერ მოვითმინე და გავუღიმე…
ისე მინდოდა მენახა შემხვედრი ღიმილი მაგრამ ვერ დავინახე, თუმცა მანაც გამიღიმა, თვალები ისე მეტყველი ქონდა….
მერე ერთნანეთს ჩავუარეთ და ვიგრძენი როგორ წავიღეთ ჩვენი სამყარო ჩვენი მხრებით,მე ჩემი, მან მისი…
იმ ერთ შეხედვაში,იმ ერთ ჩავლაში მხრები რომ გამიხურა დარწმუნებული ვარ ისიც ფიქრობდა რომ ჩვენ ქალები ვართ მშვიდობა,სითბო და სიყვარული გვინდა მხოლოდ…
რომ ღმერთი ჩემიც და მისიც სიყვარულია…
ჩვენ გავუღიმეთ ერთმანეთს, მე სახით, მან თვალებით… და ამ დროს აზრი არ ქონდა რომელმა ნაკვთმა გამოხატა ეს ღიმილი…
ჩვენ ქალები ვართ სიმშვიდე გვინდა,სიხარული,სიყვარული და ღიმილი მხოლოდ…