„ყველაფერი ცხოვრებაში ხდება ჩვენსავე სასიკეთოდ, რომ ის, რაც გვაკლია შევივსოთ და იმაზე ბევრად და უკეთესი გავხდეთ, რაც ვიყავით“ – მეუბნება ჩემი რესპონდენტი ღიმილიანი სახით.
ეს ინტერვიუს ბოლო წინადადებაა, მანამდე კი ვისაუბრეთ განვლილ ცხოვრებაზე, თავს დატეხილ ქარტეხილებზე, ბიზნესზე, მეგობრების ღალატზე, გაუსაძლის ტკივილზე, წაქცევაზე, გულგატეხილი რომ ფეხზე წამოდგომას ეჭქვეშ აყენებდა…
მაგრამ?!..
შეძლო, იბრძოლა და საკუთარ თავზე გაიმარჯვა…
ბიზნესიც ხელახლა ააწყო, ოცნებებიც აიხდინა და გადაწყვიტა სხვასაც დახმარებოდა… სხვისთვისაც ესწავლებინა – „როგორ“. ამიტომაც დაეუფლა ბიზნესქოუჩინგს…
„მე თუ გამომივიდა, მე თუ შევძელი, ყველა შეძლებსო“ – მეუბნება.
სიტყვები მტკიცეა, ტონი შემართული და სახე ისევ ღიმილიანი…
ახლა ყოველი დღე უხარია, სარკეში ჩახედვა აბედნიერებს და ყოველ განვლილ დღეს და მასში მყოფ პერსონაჟებს(განურჩევლად) მადლიერებას უგზავნის…
გაიცანით ბიზნესვუმენი და ბიზნესქოუჩი მირანდა ხარაბაძე.
მირანდა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს და უკვე 10 წელზე მეტია ოჯახურ ბიზნესშია ჩართული.
პანდემიის დროს როგორც ბიზნესმენთა უმრავლესობას მათაც მძიმე პერიოდი დაუდგათ და სწორედ მაშინ გადაწყვიტა ქოუჩინგის ერთ-ერთ კურსში ჩართულიყო.
მირანდა ხარაბაძე: პანდემიის პერიოდში, როცა ყველასთვის ძალიან ცუდი პერიოდი დადგა კრიზისური მომენტი შეექმნა ჩემს ბიზნესს, მქონდა ჩავარდნები… სწორედ ამ პერიოდში სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე IBEL Academy –ის ფინანსური კეთილდღეობის კურსი, თავიდან პასიურ მსმენელად დავრეგისტრირდი, მაგრამ პროცესი იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა, მალევე მივხვდი, რომ მინდოდა ქოუჩთან მემუშავა, ამიტომ აკადემიაში ვითხოვე თუ შეგიძლიათ აქტიურში გადამიყვანოთ-თქო. ხშირად ვყვები კიდეც, თუ რა დიდი როლი ითამაშა მაშინ ქოუჩინგმა ჩემს ცხოვრებაში, როგორ გაიზარდა ჩემი ფინანსები, როგორ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში და არა მარტო ფულთან, არამედ საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან. ამის შემდეგ გავიარე უამრავი ტრენინგი და გადავწყვიტე ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციაში მესწავლა.
გადავწყვიტე ჩემი მრავალწლიანი ბიზნეს გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა ქოუჩინგის მიმართულებით გავუზიარო სხვა ადამიანებსაც და დავეხმარო თითოეულ მსურველს.
– ძირითადად ვის ეხმარებით?
– ყველას, ვისაც უნდა კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის წამოწყება, ან სურს უფრო მასშტაბური გახადოს ბიზნესი. მაგრამ აქვს შემზღუდველი რწმუნებულებები და სჭირდება უფრო მეტი მოტივაცია, ან ისეთი ადამიანი, რომელიც სწორი რაკურსით გააცნობს სასურველ საქმეს, ეფექტურ დროის მენეჯმენტს და შეაძლებინებს საკუთარი თავი და შესაძლებლობა გამოავლინოს.
როცა ადამიანს სწორი განზრახვა და სწორი მიზანი აქვს და ამ ყველაფრისთვის მიზანმიმართულად მოქმედებს, შედეგიც დგება.
ქოუჩინგში სხვა ტექნიკებთან ერთად არის ტექნიკა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია კლიენტს გავაწერინოთ სამომავლო გეგმა და საკუთარი თავი, შესრულებულ მიზნებთან ერთად ვაჩვენოთ 10 წლის შემდეგ, ეს ბევრისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ქოუჩ-სესიაზე მიღებული გამოცდილება მერეც ხშირად გაბრუნებს იქ, რაზეც ადრე არასოდეს გიფიქრია და ჩნდება სურვილი მოქმედების, რომ რეალურად განახორციელო სესიის დროს დასახული გეგმები და მიზნები.
– ქოუჩ სესია ყველას სჭირდება?
– დიახ, ქოუჩ სესია ყველა ადამიანს სჭირდება უფრო მეტი წარმატებისვის. შეიძლება ბევრი თეორია მოისმინო, მითუმეტეს დღეს, სამოტივაციო ვიდეოები უხვად არის ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ბიზნეს ქოუჩი, რომელსაც პრაქტიკაში აქვს გამოცდილი ბიზნესი და ზუსტად იცის, როგორ მიმდინარეობს ბიზნეს-პროცესი, წარმატებამდე უფრო მოკლე გზით მიგიყვანს.
– როგორც ფინანსური ქოუჩი კლიენტებში რა პრობლემებს აწყდებით და მათთან მუშაობის დროს რა ლაგდება ხოლმე?
– არასწორი რწმენა-წარმოდგენების, სტერეოტიპების დამსხვრევა ხდება ფულთან მიმართებაში. აცნობიერებენ, რომ ფული არ არის საზიანო, პირიქით აქვს უამრავი დადებითი მხარე, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი მიზნების და სურვილების განხორციელებაში გვეხმარება. ფული არის ერთ-ერთი მთავარი ენერგია ჩვენს მატერიალურ სამყაროში,- ამის გააზრებას მიიღებს პირველ რიგში და დაულაგდება ფულთან ურთიერთობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ფინანსური კეთილდღეობა. ფული მართლა ენერგიაა და მართლაც შეუძლია ფულმა ფული გაამრავლოს, თუ სწორად წარმართავ ამ ენერგიას.
ჩემგან მიიღებს ფინანსური ბლოკების აღმოჩენას, გაიგებს თუ საიდან გაჩნდა მის ცხოვრებაში, ფინანსების შიში . თუ რა ბლოკავს ჩვენს წარმატებას და ჩვენს ფინანსებს.
– ანუ ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლით.
– დიახ, ასეა
– რამდენ ხანში დგება შედეგი?
-გააჩნია რა პრობლემა აქვს, რა მიზნით არის მოსული.
თუკი ექნება მზაობა, რომ ცხოვრება შეცვალოს, ქოუჩსესიების დახმარებით 3 თვეში შეუძლია გახდეს ფინანსურად წარმატებული.
– რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებსაც კითხვის ნიშნები აქვთ და ორჭოფობენ ქოუჩ სესიებთან დაკავშირებით?
– მეც ასე ვიყავი, უბრალოდ მოსინჯონ… აუცილებლად მოსინჯონ და გადადგან საკუთარი კეთილდღეობისკენ ნაბიჯი, არ დაეზაროთ…
ქოუჩინგი არის მუდმივი განვითარების პროცესი. როცა ერთხელ გადადგამს ამ ნაბიჯს, მეორეს თვითონ მოითხოვს.
ჩემი რესურსი და ენერგია უშრეტია, იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი. მითუმეტეს, როცა სხვების შედეგს ხედავ უფრო გაქვს სურვილი ეს ცოდნა და გამოცდილება გასცე და გააბედნიერო როგორც საკუთარ თავი, ასევე ის ადამიანი, რომელიც შენთან მოვიდა. რაც უფრო მეტი ბედნიერი და წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო დადებით ენერგეტიკასა და გარემოში ვიცხოვრებთ.
მირანდა ხარაბაძეს დაუკავშირდებით ნომერზე: 558 70 55 07