დღეს დიდი გამოწვევის წინაშეა მსოფლიო.
ვფიქრობ, სამყარო ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება და ბევრ რამეზეც დაგვაფიქრა.
განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორი გიჟური ტემპით ვცხოვრობდით… არასდროს გვეცალა, სულ გვეჩქარებოდა… ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს, ამხანაგებს არცთუ ისე ხშირად ვხვდებოდით, არცთუ ისე ხშირად ვკითხულობდით, იმიტომ რომ არ გვეცალა.
ყველაფერს სჭირდება ზომიერება და როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, მაშინ ხდება ის რასაც არ ველოდით…
ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის დრო, როცა სამყარომ მიგვანიშნა დავფიქრდეთ ბევრ რამეზე, – ვინ ვართ? რისთვის, რა მისიით ვართ ამ სამყაროში მოსული და როგორ ვიცხოვროთ?!
სწორედ ეს არის ის პერიოდი, როცა ბევრი რამ უნდა გადავაფასოთ. დარწმუნებულიც ვარ ამ შეზღუდვების შემდეგ უამრავი ადამიანი პროფესიასაც შეიცვლის და იმ საქმეს დაიწყებს, რაც მას სიამოვნებას მიანიჭებს.
პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, – უნდა გავნთავისუფლდეთ ამდენი ნეგატივისგან, ბრაზისგან, შურისგან, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. ჩვენი ენერგიები, მაშინ გაძლიერდება, როცა ჩვენში სიყვარული იქნება, – უპირობო სიყვარული. სწორედ რომ უპირობო სიყვარულია ყველაზე დიდი მკურნალი.
ამიტომ
სწორედ ახლა არის დრო, დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადასვლას უფრო მომზადებულები შევხვდეთ?!
სწორედ ახლა არის დრო, თავიდან აღმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და ყოველი დილა გავხადოთ უფრო ენერგიული და სიხარულით სავსე.
სწორედ ახლა არის დრო იპოვო შენი “იკიგაი”, როგორც იაპონელები ამბობენ, შენი სიცოცხლის აზრი.
“თუ თქვენ იპოვით სიცოცხლის აზრს, ეს დაგეხმარებათ წინ გადადგათ ნაბიჯი, რაც თავის მხრივ მეტი წინსვლისთვის სტიმულს მოგცემთ” /ფრანსესკ მირალესი/
ჰოდა, “იპოვე შენი იკიგაი,” შენ შეძლებ
და თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებ ამას,
თუ სტრესი ამის საშუალებას არ გაძლევს და
არ იცი, როგორ გამოხვიდე ნეგატიური ფიქრებიდან
დ ა მ ი კ ა ვ შ ი რ დ ი
ერთად გადავლახოთ შიში, დავისახოთ მიზნები და შევცვალოთ შენი რეალობა უკეთესობისკენ.
ან შენს მიერ დასახული უამრავი მიზნიდან (რომელშიც შეიძლება დაიკარგე კიდეც) იკიგაის მეშვეობით დავიწყოთ მარტივით, გავაკეთოთ და შევიგრძნოთ ის სიხარული და სარგებლობა, რაც გადალახულ მიზნებს მოაქვთ, მერე კი ეტაპობრივად გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან მიზნებზე.
ბოლოს კი ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.
გთავაზობ
3 კვირიან პროგრამას,
სესიები ჩატარდება კვირაში ერთხელ,
ასევე, ყოველდღე გვექნება საინტერესო და სასარგებლო სავარჯიშოები, რომლებიც ბევრი რამის გადაფასებასა და შენს ცხოვრებაში სასურველი სიახლეების დანერგვაში დაგეხმარება.
სურვილისამებრ გვექნება ინდივიდუალური ქოუჩსესიები.
ვიმუშავებთ ქოუჩინგით, ბაირონ ქეითის «სამუშაოთი» და არტთერაპია — არტქოუჩინგით.
ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება ჩემთან კონტაქტი და გექნებათ ჩემი მხარდაჭერა.
1.სტანდარტ პაკეტი – 50 ლარი
2.მეგობართან ერთად -80
3.სტანდარტს + 1 ინდივიდუალური სესია (კლიენტი ირჩევს არტთერაპიით თუ ქოუჩინგით) -120 ლარი
4.სტანდარტს + 3 ინდივიდუალური სესია 200 ლარი
“იპოვე შენი იკიგაი”
სიყვარულით
ნინა ორჯონიკიძე, ქოუჩი, არტთერაპევტი