fbpx

ისინი აფასებენ, უყვართ, უსმენენ- არა ეგოს, არამედ საკუთარ, მარადიულ არსს… სულს…

ავტორი დეა თავბერიძე
1 ნახვა

… მაინც ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ისინი…

გაცნობიერებული ადამიანები!?

და როგორ ამოვიცნოთ ისინი ჩვენს ირგვლივ…

✅გაცნობიერებული ადამიანები ნამდვილად არ არიან ისინი, ვინც ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენებით-

საკმაოდ უცნაურად გამოიყურებიან, აქვთ გრძეეელი თმები და გამუდმებით თავი აქვთ ჩარგული სულიერ/მედიტატიურ ლიტერატურაში, თან- ასეთივე მუსიკის ფონზე….

არა! 🙂 🙅‍♀️

✅ისინი ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ადამიანები არიან, რომელთაც… უბრალოდ,

ადვილად შეუძლიათ მთავარისა და მეორეხარისხოვანის, აუცილებელისა და ფუჭის ერთმანეთისგან გარჩევა…

და ამავე დროს,

კარგად იციან, რომ

დრო არ უნდა დაკარგონ მეათეხარისხოვან თემებზე…

რომ უნდა ფლობდნენ საკუთარ ყურადღებას….

და სწორედ ეს აძლევს მათ დროსა და ენერგიას:

✅ იმუშაონ საკუთარ თავზე,

იპოვონ და გააძლიერონ მათში საუკეთესო თვისებები,

სამყაროს მიმღეობა,

უფრო მეტად დააფასონ ცხოვრება,

და ის, რაც გააჩნიათ, ვიდრე იღელვონ იმაზე- რაც არ აქვთ…

✅გაცნობიერებულ ადამიანებს საოცარი, დიდებული შინაგანი თავისუფლების გრძნობა აქვთ….

რომელიც დღევანდელ დღეს ნამდვილად თვალშისაცემი და ადვილად საგრძნობია…

✅ გაცნობიერებული ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას- თავად იღებენ!

და სწორედ ეს განასხვავებს მათ სხვა დანარჩენი ადამიანებისგან…

👎რადგან ჩვენ, ყველანი ვცხოვრობთ ისეთ სისტემაში, სადაც პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება- ჩვეული და მიღებული წესია…

ჩვენს კოლექტიურ ეგრეგორში კოდირებულია ეს მეთოდი, რადგან…

იყო სუსტი და გამუდმებით იწუწუნო- მომგებიანია… 😕

….ამ დროს ყურადღების ცენტრში ხარ, ყველა ცდილობს რაიმეთი დაგეხმაროს, შენი გასაკეთებელი გადაიბაროს,

ხოლო შენი დანაშაული კი- სხვას დაბრალდეს…

შენ კი გარედან უყურო ამ ყველაფერს…

ხოლო შენი ეგო კი თვითკმაყოფილებაში ჩაძირული, სიამოვნებით იფშვნეტდეს ხელებს… 👎👎👎

კი, ნამდვილად მომგებიანია!

🙅‍♀️მაგრამ ეს მექანიზმი- ვეღარ მუშაობს…

ახალი ვიბრაციები და შეცვლილი ცხოვრება- სხვა პრინციპებზე დგას…

✅ხოლო გაცნობიერებული ადამიანები კი, პირველ რიგში- საკუთარ თავს ეკითხებიან:

-იქნებ მე ვერ გავაკეთე ისე რამე…

-იქნებ მე მოვახდინე ამ ყველაფრის პროვოცირებაო…

და მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვენ სხვებს პასუხს მომხდარზე…

🙌

ზოგადად, ყველაფერს რაც მათ ცხოვრებაში ხდება- პირველ რიგში საკუთარი პასუხისმგებლობის ფილტრში ატარებენ და შემდეგ გადადიან სხვა ეტაპებზე…

შესაბამისად,

✅გაცნობიერებული ადამიანებს, რომლებიც არ გაურბიან საკუთარ პასუხისმგებლობას- არც სხვებთან აქვთ ზედმეტი პრეტენზიები….

და ასეთი ადამიანების “კოზირები” იმაში მდგომარეობს, რომ….

✅ისინი არავისგან არაფერს ელიან და უკვე, წინასწარ მადლიერები არიან სიტუაციის ნებისმიერი შედეგით!!

ისინი სრულ, ტოტალურ მიმღეობაში არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმოქმედოდ სხედან…

არა!

✅შენ იღებ პასუხისმგებლობას, მოქმედებ, აკეთებ და ისწრაფვი იქით, საითაც შენი მიზნებია…

ამავე დროს- ხარ ტოტალურ მიმღეობაში და წინასრწარ მადლიერი ყველანაირი შედეგის…

აი ესაა საკვანძო მომენტი… და მათი უდიდესი უპირატესობა… (მე ასე ვფიქრობ)

✅მათ უბრალოდ შეუძლიათ სამყაროს ნდობა!

ნდობა და მადლიერება ყველაფრისთვის…

შედეგად კი იღებენ ასეთივე ნდობას სამყაროსგან და…. ბონუსებს- საჩუქრებს, გამართლებას, მომგებიან ლატარიის ბილეთს, ბედნიერ ურთიერთობებს, კეთილდღეობას და ა.შ….

ანუ

✅გაცნობიერებული ადამიანები არიან მიმღეობაში და იღებენ საკუთარ ცხოვრებას, თავისი პრობლემებით და საჩუქრებით- მადლიერებით!

✅გაცნობიერებული ადამიანები პატივიცემით ეპყრობიან სხვებს, მათ მოთხოვნებს, სურვილებს და…. ბოროტად არ იყენებენ მათ… (უბრალოდ, ეს- არაფერში ჭირდებათ!)

და თუ ვინმე რაიმეში არ ეთანხმება ასეთ ადამიანს, ისინი “თავს არ იგიჟებენ” საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად…

✅ასეთი ადამიანი- სრულად იღებს საკუთარ თავს, თავისი პლიუსებით და მინუსებით….

და შესაბამისად, იღებს სხვასაც- საკუთარი პოზიციით, თვისებებით, ნაკლოვანებით თუ ღირსებით…

✅სწორედ ამიტომ ხდება ასეთი სასიამოვნო გაცნობიერებული ადამიანების გვერდით ყოფნა…

ისინი არ გაკრიტიკებენ, არ გასწავლიან- რა და როგორ უნდა გააკეთო სწორად…

არ ცდილობენ გადაგაკეთონ და გიღებენ ისეთად, როგორიც ხარ..

✅გაცნობიერებული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია- მოლოდინების არქონა!!

რაც არ უნდა მოხდეს, ასეთი ადამიანი არ დაიწყებს საკუთარ ტვინში სცენარების შეთხზვას და სხვების საქციელებისთვის ეტიკეტების მიწებებას- რა იფიქრა სხვამ და რატომ იფიქრა ასე და.ა.შ….

👎👎ჩვენს ყოფაში ეს ხომ მიღებული საქციელია-

სხვების ქმედებებისთვის ეტიკეტების მიწებება და მოლოდინების ქონა- რა, როგორ უნდა გააკეთოს სხვამ?! 🙁 👎👎 ხშირად ვთხზავთ ასეთ სცენარებს და საკუთარ თავში ვეჩხუბებით კიდეც ადამიანებს….

ადამიანებს, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ- რა ხდება ჩვენს ტვინებში მათი მისამართით…

აი, გაცნობიერებული ადამიანები კი მოლოდინებისგან შორს არიან…

და ამ, არასრული ჩამონათვალის ბოლოს,

✅გაცნობიერებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია- საოცრად განვითარებული ინტუიცია (ზოგიერთთან- მედიუმის დონეზეც კი)

სამყაროსთან სინქრონი… თანა-შემომქმედება…

ასეთი ადამიანები- თავისნაირებს იზიდავენ, მაგრამ…

თუ სადმე ნეგატიურ ადამიანთან მოუწიათ გადაკვეთა- მომენტალურად სცნობენ…

სცნობენ და თავს არიდებენ…

რადგან

✅გაცნობიერებული ადამიანები აფასებენ საკუთარ თავს…

არა ეგოისტურად და არაჯანსაღად – “გარშემო, ყველა “ბაბლია”- მარტო მე ვარ გასხივოსნებული”…

არა!

✅ ისინი აფასებენ, უყვართ, უსმენენ- არა ეგოს, არამედ საკუთარ, მარადიულ არსს…

სულს..

საკუთარ, პიროვნულ საზღვრებს, საკუთარ მთლიანობას და ერთობას- სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან…

რადგან კარგად აცნობიერებენ-

ახლა და აქ, ამ ავატარში ცხოვრება ერგო მათ და…

✅ეს ცხოვრება….ეს ყველაფერი ( კარგია ის თუ ცუდი) –

უნდა იცხოვრონ…

გაიარონ, მიიღონ გამოცდილება, გაამდიდრონ საკუთარი სული სინათლით დაა…

…ბოლოს და ბოლოდ დატკბნენ ამ ცხოვრებით, პლანეტა დედამიწაზე…

ახლა და აქ….✨✨✨

პატივისცემით დაჯი მამულაშვილი

ასტრო-ფსიქოლოგია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment