fbpx

იწმინდები და ენერგიის გამოხატვას ეძლევა შემოქმედებითი ფორმა

ავტორი დეა თავბერიძე
402 ნახვა
0 კომენტარი
1

„ხატვა მას შემდეგ დავიწყე რაც ნისარგანის არტ-თერაპია გავიარე, ამ მეთოდით მან ის ცოდნა გააღვიძა ჩემში, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი“, – მეუბნება მაგნო შავდია.

ნისარგანი ოშოს მოსწავლეა, რომელიც მალე თბილისს ეწვევა. მასთან შეხვედრა 15 მარტს გაიმართება. ის საქართველოში პირველად 33 წლის წინ იყო. ადამიანი, რომელმაც ნისარგანი მაშინ საქართველოს გააცნო მაგნო შავდია გახლავთ.

მაგნო შავდიას კომუნისტურ საქართველოში „ოშოს სამედიტაციო ცენტრი“ ჰქონდა, რა თქმა უნდა არალეგალურად. რის გამოც იყო დევნა, სირთულე პოლიციასთან, კგბ-სთან, ხშირი დაკითხვა,  შემოწმებები… მაშინ სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა და მოსწავლეებისთვის ყველაზე გამორჩეული და საყვარელი მასწავლებელი იყო. მისი გაკვეთილები საბჭოურ დოგმებში არ ჯდებოდა, „კანონმორჩილთა“ ქვეყანაში კი თავისუფალი მეთოდით სწავლება მიუღებელი იყო, უფრო მეტიც დანაშაულად ითვლებოდა, რის გამოც სკოლიდან დაითხოვეს.

სკოლიდან დათხოვილმა მასწავლებელმა გადაწყვიტა ის თავისუფლება რაც მას ოშოს წიგნმა მოუტანა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ნისარგანიც ამ სურვილმა გააცნო.

მაგნოს ინდოეთში დავუკავშირდით და ოშოს მოსწავლის, ნისარგანის შესახებ საინტერესო ისტორიაც მოვისმინეთ.

მაგნო შავდია: ოშოს წიგნს პირველად 1980 წელს გავეცანი. მერე ოშოს წიგნების შესაძენად მოსკოვში გავემგზავრე, გავიგე  რომ  ოდესაშიც იყო ცენტრი, დავუკავშირდი ნისარგანს და მასთან ჩავედი. კარგად მიმასპინძლა, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან თბილი… მერე საქართველოში მოვიწვიე.

პერესტროიკის პერიოდში ჩამოვიდა… ნისარგანი ძალიან დაგვეხმარა წიგნებით, გაზიარებით, არტ-თერპიით, თავისი ფულით შეიძინა ბევრი რამ, დაპატიჟა ყველა, ვისაც კი აინტერესებდა. ეს ძალიან დიდი ბიძგი და დახმარება იყო ჩვენთვის.

კარგია თუ თბილისში ისევ ჩამოდის დ თან არტსაც ატარებს. კარგია თუ მხატვრებიც მიიღებენ მონაწილეობას…

ნისარგანის არტ-თერაპია გათავისუფლებს, აღმოჩენებს გაკეთებინებინებს, ბევრ რამეში გეხმარება.

ძალიან კარგად ატივტივებს ჩვენში დალექილ იმ სურვილებს, რომლის აღმოჩენა ან გამოხატვა გვიჭირს. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეს შემოქმედებითი კუთხით ხდება.

– მაგნო, შენ რა მოგცა ნისარგანის არტ-თერაპიამ?

– ფაქტობრივად ნისარგანის არტ-თერაპიის შემდეგ დავიწყე ხატვა… ჯერ ფერებით თამაში დავიწყე, მერე რაღაც ორნამენტები წამოვიდა, ფიგურები გაჩნდა, ნახატი შეიქმნა. ამის შემდეგ  უამრავი ნახატი შევქმენი.

ბევრი ეფექტი აქვს ამას, გაწმენდაც გამოდის და თან ეს ჩახშობილი ენერგია შემოქმედებითი და კრეატიული ფორმით გამოიხატება. ეს ფერები ყველაშია, შვიდი ფერი  ჩვენში რაღაცნაირად  ღრმად დევს, იმიტომ რომ ესადაგება ჩვენს ბუნებას, ჩვენს ენერგეტიკას, ჩვენს ენერგეტიკულ სხეულებს. ეს შეხვედრა ძლიერი ბიძგია იმისთვის რომ შენ შენში კრეატიულობა იპოვო და გამოავლინო.

თბილისში ალბათ სხვაც მუშაობს არტ- თერაპიით, მაგრამ ნისარგანს აქვს 40 წლიანი გამოცდილება, ამიტომ აბსოლუტურად ყველას ვურჩევ დაესწროს ამ შეხვედრას. თითოეული მონაწილე თავის შემოქმედებით ენერგიას იპოვის, გაიწმინდება და გათავისუფლდება…

ნისარგანის ტრენინგი თბილისში

15 მარტი

19:00 – 22:00 სთ

რეგისტრაცია https://bit.ly/3IAWN6E

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი