fbpx

ნუ ვშფოთავთ, თუ ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა ან ვფიქრობდით…

ავტორი ჟოლო
1,272 ნახვა

***

შევეცადოთ, არ შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს. მივცეთ მათ საშუალება გაიარონ ჩვენში.

დაე, ცხოვრებამ იდინოს ჩვენი გავლით და ნუ ვინერვიულებთ იმაზე რომ ყველაფერი ყირაზე დადგება…

ნუ ვშფოთავთ, რომ ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა ან ვფიქრობდით…

საიდან ვიცით, რომ ის ცხოვრებაა ბევრად უკეთესი, რომელსაც მივეჩვიეთ, ვიდრე ის, რომელიც ამ ცვლილებების შედეგად დადგება?🙏🙏🙏

***

🧚‍♀️💃🕺სიხარულს არ სჭირდება და არ ეძებს მიზეზებს. მოწყენილობას კი ნამდვილად სჭირდება და ეძებს მიზეზებს, მან ხომ უნდა ახსნას – რატომ არ უხარია?… 

***

გული – სათუთ ყვავილს  ჰგავს, რომელსაც ვერ აიძულებ გაშლას. ის იშლება ნელ-ნელა და მხოლოდ ამის მერე, მთელი თავისი არსებით, გვჩუქნის სილამაზეს და სურნელს!

***

როგორ ფიქრობთ რა არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ქალისთვის, საყვარელი მამაკაცისგან?

მატერიალური საჩუქრებით მიღებული სიხარული მალე გადაივლის, დროებითი ეფექტი აქვს. ეგოს აკმაყოფილებს …

ყურადღებით და ერთად გატარებული წუთებით მიღებული სიხარული – სულს ესალმუნება, გულს ავსებს და ემოციურად მყარდება გონებაში სამუდამოდ.  

ფასდაუდებელი საჩუქარი ქალისთვის ეს არის – ყურადღება. უბრალო ყურადღება!

***

აზრები საღებავებს ჰგავს და მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენ არჩევანზეა დამოკიდებული რომელ ფერს გამოვიყენებთ, პროცესი მიდის შთაგონებით თუ კოპირებულად..

თუ კი შთაგონების პროცესში, შინაგანად ლამაზ მუსიკას ავაჟღერებთ, სუფთა ტილოზე გადმოიღვრება ულამაზესი ფერთა წყება …

 მოდი შევთანხმდეთ, ავირჩიოთ ლამაზი ფერთა პალიტრა (აზრები) და შევქმნათ საუკეთესო შედევრი – რომელსაც ჩემი ცხოვრება ჰქვია!

წარმატებები თქვენ!

თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment