fbpx

პასუხებს ყოველთვის შენი სხეული მალავს…

ავტორი ჟოლო
687 ნახვა

ოდესმე თუ გიგრძვნია, რომ ფსკერზე ხარ და ყველაფერი, რასაც აქამდე ქმნიდი და აშენებდი, უვლიდი და აგროვებდი, ერთი ხელის მოსმით შეიძლება დაინგრეს და ჩამოიშალოს?

ფსკერზე ხარ მაშინ, როცა გგონია, რომ ცხოვრების გაგრძელების ძალა აღარ გაქვს, რომ შენი ენერგია სულ მთლად მიილია და მისუსტდა… რომ ახლა მხოლოდ საბნის ქვეშ დამალვა თუ გადაგარჩენს სამყაროსგან…

თუ ახლა ცოტათი მაინც ამას განიცდი, გილოცავ…

გაგიკვირდა, ხომ?

მართლა მთელი გულით გილოცავ, რადგან მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად ფსკერზე ეშვები, შეგიძლია, მას ფეხი დაჰკრა და ახვიდე ისე მაღლა, გაფრინდე ისე შორს, როგორც არასდროს აქამდე…

როცა ბოლომდე ხარ დაცლილი, მაშინ გაქვს შანსი, შეივსო სრულიად ახალი ენერგიითა და ძალით, მაშინ განიშნებს მთელი სამყარო, შინაგანიც და გარეგანიც, რომ ცვლილებების დროა… უბრალოდ, უსმინე საკუთარ სხეულს… და ის აუცილებლად მოგცემს ნიშანს…

აქამდე იყავი თითქმის ფსკერზე, აქამდე ნელ-ნელა იძირებოდი ისე, რომ ვერც კი ამჩნევდი… ამიტომ იყო შენი ცხოვრება ბანალური და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი… ერთფეროვნებითა და მოწყენილობით სავსე… არც მზესთან ახლოს დაცურავდი ზემოთ და არც ბოლომდე იყავი ჩაძირული… და ასე უაზროდ გრძელდებოდა წლების მანძილზე…

და მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად ფსკერზე აღმოჩნდი, გაქრა და დაინგრა ყველაფერი ჩვეულებრივი და გონებამაც ვერ მოძებნა პასუხი, როგორ გეცხოვრა აწი… ჩაირთო შენი სხეულის სიბრძნე…

ახლა სულაც არაა საჭირო, გვირილები ფურცლო იმის გასაგებად, ვინმეს უყვარხარ თუ არა, ან ჰოროსკოპებში ეძებდე პასუხს, ვისთან იქნები ბედნიერი და ვისთან არა… მემილიონე წიგნი წაიკითხო, საკუთარი თავის საპოვნელად და მაინც უაზროდ იტრიალო წრეზე…

პასუხებს ყოველთვის შენი სხეული მალავს, რომელთანაც კონტაქტზე ბევრი მხოლოდ მაშინ გადის, როცა ფსკერზეა და აღარავის და აღარაფრის იმედი აქვს…

როცა ფსკერზე ხარ, ძლიერად დაარტყი ფეხი მას, მოუსმინე და დააკვირდი საკუთარ სხეულს, საით წაგიყვანს… მან ყველაფერი იცის შენზე… ყველაზე უკეთ…

წყარო: ინტერნეტი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment