„მიეცი უფლება სამყაროს, იყოს ისეთი როგორიც არის“…
…თუ შეამჩნევ შენს თავს, რომ უკმაყოფილების განცდა გაქვს…
თუ შინაგანად წინააღმდეგობას განიცდი..
აი გათენდა, გაიღვიძე და რაღაცა არ მოგწონს, სახეზეც გაწერია ეს, პირი მოკუმული და წარბები დაძაბულია, ბრაზს გგვრიან გარშემო მყოფები …
ეს მხოლოდ ერთი რამის ნიშანია, ვერ ეგუები რეალობას, არ იღებ მას ისეთს როგორიც არის…
… დაუკვირდი… ახლა სადაც ხარ, იქ ხარ და მორჩა, თუკი არ შეგიძლია ადგე და წახვიდე სადმე, მაშინ იყავი სადაც ხარ, იყავი რეალობაში… ის ადგილი სადაც ხარ, თუ უსიამოვნოა, ისიც არის ისეთი როგორიც არის, … ის ადამიანები, ვინც უკმაყოფილებას იწვევენ შენში, არიან თავიანთი თავები, და მათ აქვთ ამის უფლება…
… მიეცი უფლება სამყაროს, იყოს ისეთი როგორიც არის, და დაინახავ ერთ ჯადოსნურ რამეს – სამყარო შეიცვლის ფორმას, შინაარსს, სამყარო გახდებ აბსოლუტურად სხვანაირი, ერთიანი, და შენ თავს დაინახავ ერთიანობაში და ასევე ამ მთლიანობაში მყოფსაც…
„რა ჩიხსაც არ უნდა მიადგე ეს იქნება ჩიხი შენი ფიქრების და აზრების“…
…რა ჩიხსაც არ უნდა მიადგე ეს იქნება ჩიხი შენი ფიქრების და აზრების, … და რაც მეტად ეცდები რომ აზრებით გაიკვლიო გზა მით უფრო გაეხვევი ამ აბლაბუდაში… აზრებიდან გამოსავალი არაა.. და თანაც იმ დონეზე შეიძლება შეტოპო, რომ დაიჯერო შენი ფიქრების, და უსასრულოდ იმოგზაურო ამ ხლართებში…
მაშ რა გავაკეთოთ?… განრიდება აზრებისგან, აზრები არ ხარ შენ, ისინი მიედინებიან და ჩაგივლიან გვერდით, თუკი გააცნობიერებ რომ ლოგიკურად, შეგიძლია გონებაში ნებისმიერი პასუხი გამოჩარხო რაც გაწყობს…
…ამიტომ უბრალოდ დასვი სწორი კითხვები და დაელოდე პასუხს… ფიქრის შიგნით გაისმება მეორე ფიქრი, უფრო ჩუმი და ხმადაბალი… თუ გონების ლოგიკით და აბდაუბდით იქნები დაკავებული, არ გაქვს შესაძლებლობა მოუსმინო ამ შინაგან ხმას, .. ეს ჩუმი ხმა არ კამათობს, არ დაობს, არ აქვს არგუმენტები, არ ამტკიცებს, არ დარდობს, არ იხლართება,…
… იგი უბრალოდ აჟღერებს …
გისურვებთ ამ ხმის მოსმენას…