გოჭი: როგორ იწერება “სიყვარული?”… ვინი: “სიყვარული არ უნდა დაწერო, უნდა იგრძნო”.
“თუ მოგეჩვენა რომ თანამოსაუბრე არ გისმენს, იყავი მომთმენი, იქნებ ყურში მოხვდა რამე”.
“თუ ჩვენ ოდესმე განშორება მოგვიწევს, შემინახე გულში და მე სამუდამოდ დავრჩები შენთან”.
“როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხდი, რომ თავგადასავლები მელის”.
“ხანდახან ყველაზე უმნიშვნელო რაღაცებს შენს გულში ყველაზე დიდი ადგილი უკავიათ”.
“ზოგი ადამიანი ზედმეტად მზრუნველია. ვფიქრობ, ამას ჰქვია სიყვარული”.
“თუ შენ აპირებ, ასი წელი იცხოვრო, მაშინ მე ას წელს მინუს ერთი დღე მინდა, რათა ერთი დღეც არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე”.
” არ შეიძლება ყოველთვის ტყის ერთ კუთხეში იჯდე და ელოდო, როდის გესტუმრება ვინმე… უნდა ადგე და თვითონ ესტუმრო ვიღაცას”.
“ჩემი ყველაზე საყვარელი დღე შენთან ერთად გატარებული დღეა… ამიტომ დღეს კიდევ ერთი ჩემი საყვარელი დღეა”.
“ვერავინ მოიწყენს მანამ, სანამ ბუშტი აქვს”.
წყარო: ზურა ფარაჯანაშვილი