fbpx

„ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად“

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

წარმატებული ადამიანების გამონათქვამები წარმატებაზე:

„ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისკენ.“ ბომარშე

„წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია.“ უოლტერ კრაისლერი

„წარმატებული ადამიანები წარმატებულნი არიან, რადგან ისინი იმას აკეთებენ, რასაც სხვები არა.“ ჰენრი ფორდი

„ცხოვრებაში არსებობს ორი ძირითადი არჩევანი:შეეგუო არსებულ პირობებს ან აიღო მათი შეცვლის პასუხისმგებლობა.“ დენის უიეტლი

„ადამიანი საკუთარი ფიქრების შედეგია, რაზეც ფიქრობს იმად იქცევა.“ განდი

„როცა შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი მთელ სამყაროსაც.“ – ნორმან ფიელი

„ვერავინ შეაჩერებს კაცს,რომელსაც სწორად დასახული მიზანი და საქმისადმი გააზრებული დამოკიდებულება აქვს. ვერავინ უშველის კაცს,რომელსაც მსგავსი დამოკიდებულება არ გააჩნია.“ ტომას ჯეფერსონი

„ბედნიერება არ არის ის, რასაც სამომავლოდ გადადებ, არამედ ის რასაც ქმნი აწყმოში.“ ჯიმ რონი

„შენი ცხოვრების ისტორიის წერისას, არავის დაანებო კალმის ხელში დაჭერა.“ ჰარლი დევიდსონი

„იმ შემთხვევაშიც თუ სწორ ლიანდაგზე ხართ, გადაგივლიან თუ გაუნძრევლად იჯდებით.“ უილ როჯერსი

„არ არის მართალი რომ გადარჩებიან ყველაზე ძლიერები, არც ყველაზე ჭკვიანები, არამედ ისინი,რომლებიც ცვლილებებისთვის არიან მზად.“ ჩარლზ დარვინი

„ერთხელ მითხრეს, რომ დრო მტაცებელია და ჩვენზე ნადირობს, მაგრამ მე უფრო მჯერა, რომ დრო ჩვენი თანამგზავრია, რომელიც მოგზაურობისას თან გვახლავს და გვახსენებს, რომ დავაფასოთ ყოველი წუთი, რადგან ის აღარასოდეს განმეორდება.“ ჟან-ლუკ პიკარდი

„არ თქვა, რომ დრო არ გყოფნის, დღე-ღამეში ზუსტად იმდენი საათი გაქვს, რამდენიც ჰქონდათ ჰელენ კელერს, მიქელანჯელოს, დედა ტერეზას, ლეონარდო და ვინჩის , თომას ჯეფერსონსა და აინშტაინს.“ – ჯექსონ ბრაუნ უმცროსი

„იმის მაგივრად, რომ შვებულებაზე იფიქროთ, იფიქრეთ ისეთი ცხოვრების აწყობაზე, საიდანაც გაქცევა არ მოგინდებათ.“ სეთ გოდინი

„როდესაც ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე, მაგრამ ხშირად იმდენად დიდხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვერც კი ვამჩნევთ ახალ შანსს.“ ჰელენ კელერი

„ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.“ – მარგარეტ ტეტჩერი

„თუ შეგიძლია წაქცეულმა ძალა იპოვო და ტკივილის მიუხედავად, ისევ წამოდგე, მარცხიც დაივიწყო და დამარცხებულიც, მაშინ წარმატების კარგი შანსი გაქვს.“ მარჯერი ჰერსტი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment