„ზალცბურგის ერთ პატარა სასტუმროში ქერა, ხუჭუჭათმიან ადმინისტრატორს გასაფორმებლად პასპორტი გავუწოდე. გარეკანზე საქართველო ამოიკითხა, სახე გაებადრა, მარცხენა ხელის არათითიდან ოქროსფერი ბეჭედი მოიძრო და ქართულად ამოსვირინგებული “ა+ა” მაჩვენა.
– ეს ჰომ ქართულად წერია? ვუთხარი გაკვირვებულმა.
– დიახ, ანა+ანდრიას ნიშნავს.
გული მაშინვე გადამიშალა. თურმე, გუდაურის სასტუმრო “მარკო პოლოს” მშენებლობაში მუშაობდა, ქართველი გოგო ანა გაუცვნია და როგორც მითხრა, საკუთარ თავზე მეტად შეჰყვარებია.
მათი რომანი საქართველოშივე დამთავრებულა, რადგან ანას ავსტრიაში წასვლა მშობლებს არ ნდომებიათ.
– ქართულად დაწერილი სვირინგი საიდან? ვკითხე და თითი ხელახლა შევუთვალიერე.
– ეს საქართველოში გავიკეთე. – მითხრა ანდრიასმა, რომელიც, ასე, 45 წლის იქნებოდა და ღიმილით ამოიოხრა. შემდეგ კი დასძინა: მინდოდა, რომ ჩემი ქართული სიყვარული სულ მხსომებოდა“.
გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი