ალბათ ყველა იცნობს ამ ქალს და მის პერფომანსებს. მისი ყველაზე ცნობილი პერფომანსი იყო “რიტმი 0”, სადაც ყველა ადამიანს ჰქონდა უფლება, მოქცეოდნენ ისე, როგორც მათ სურდათ. მაგიდაზე იდო 72 ნივთი, რომელიც განაწილებული იყო 2 ჯგუფად: “სიამოვნების” და “ნგრევის” და თითოეულს ეწერა “მე – ნივთი ვარ და საკუთარ თავზე ვიღებ მთელ პასუხისმგებლობას.”
პერფომანსი გრძელდებოდა 6 საათის მანძილზე.
როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცა “გონიერი” ადამიანი, რომელმაც გააცნობიერა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, და რომლის გამოც არ დაისჯებოდა? დედამიწაზე არ არსებობს ისეთი არსება ან ცხოველი, რომელსაც შევადარებდი მას.
არტ-კრიტიკოსი ტომას მაკევილეი, რომელიც აქციას ესწრებოდა მოგვიანებით იხსენებდა: „ყველაფერი მსუბუქად დაიწყო. ვიღაცამ მხოლოდ შეაბრუნა აბრამოვიჩი, ვიღაცამ ხელი აუწია, ვიღაც კი, ინტიმურ ადგილებზე შეეხო, მერე სიტუაცია საგრძნობლად დამძიმდა. სამი საათის შემდეგ, სამართებლით ტანსაცმელი გაუჭრეს, ოთხ საათში კი, მის კანსაც შეახეს და აბრამოჩი სექსუალური ძალადობისთვის მოემზადა. ის ისე იყო გატაცებული იდეით, რომ ალბათ გაუპატიურების ან მოკვლის საფრთხის წინაშეც არავის გაუწევდა წინააღმდეგობას“.
ექვსი საათის შემდეგ აბრამოვიჩმა შოუს მონაწილეებს შორის გაიარა, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ თვალის მორიდებას. აბრამოვიჩის განცხადებით, არავის არ სურდა მასთან კონფლიქტი და მითუმეტეს არ უნდოდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, „ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ადამიანები ცდილობდნენ დაევიწყებინათ, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს“.
„შოუმ ადამიანის ყველაზე ცუდი მხარე გამოაშკარავა და აჩვენა, რომ ნებისმიერი მზადაა მოგაყენოს ტკივილი. მეტიც, წარმოდგენამ დაამტკიცა, თუ რამდენად მარტივია იმის დამცირება, ვინც არც იბრძვის და არც თავს იცავს. ყველაზე შემზარავი კი, იმის გაცნობიერებაა, რომ ნებისმიერ „ნორმალურ“ ადამიანს შეუძლია იქცეს მოძალადედ თუ ამის შანსი მიეცა“.
აქედან დასკვნა: ადამიანი ზუსტად იმდენს გატკენს, და ზუსტად იმდენ შეურაცხყოფას მოგაყენებს, რამდენის უფლებასაც თავად მისცემ.
წყარო: EM MA