fbpx

„აი ამ სიმახინჯეზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს? ვინ არის საგინებელი“? – ზვიად ციკოლია

ავტორი ჟოლო
59 ნახვა

„სრული კატასტროფა და სიმახინჯეა“… „უპატიებელია“ … „ოფიციალური მარაზმია“… „ტრაგედიაა“… „დავანგრევდი“ – ამგვარი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ქალაქის ცენტრში აგებული ახალი შენობაა გამოსახული. ამ შენობის ავტორ-დამკვეთ-შემსრულებლებმა, სხვებთან ეთად მსოფლიოში ცნობილი ავტომობილების ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლიაც გააბრაზეს.

cikolia

ზვიად ციკოლია: „აი ამ სიმახინჯეზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს? ვინ არის საგინებელი? არქიტექტორი, ინვესტორი თუ ის ვინც ამის აშენების უფლება მისცა? რამხელა “სიყვარული” გამოხატეს ქალაქის მიმართ?!
ქალაქი უკვე გაცდა იმ კრიტიკულ ზღვარს როდესაც კიდევ შველა შეიძლებოდა. დროა გემოვნებიანი ხალხი ერთად შეგროვდეს ნორმალურ დეველოპერებთან და ბიზნესმენებთან ერთად და ” ახალი თბილისის ანალოგს ჩაუყაროს საფუძველი. ეს უკვე ბანძი ქალაქი მარტო მახინჯი ესთეთიკის და სულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“….

მსგავსი სტატიები

Leave a Comment