fbpx

ამით იმ „სწორ“ განწყობას ქმნი, რის შედეგადაც მარტივდება მიზნის მიღწევა….

ავტორი ჟოლო
81 ნახვა

ერთხელ ნორბეკოვის „ვიპ“ ტრენინგზე პენსიონერი ქალბატონი აღმოჩნდა …
მოგეხსენებათ რომ გარკვეულ ტრენინგებზე არსებობს დასასწრებად არსებული კრიტერიუმები და ამ ქალბატონმა ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა…

მას არ დაუწყია წუწუნი, რომ პენსიონერია და ფული არ აქვს…
არც ფასდაკლება მოუთხოვია და არც თანხის გადანაწილება….პატიოსნად მოაგროვა ნელ-ნელა პენსია და ბიზნეს მასტერკლასზე სრულუფლებიან წევრად გამოცხადდა.

მას მერე რაც ჯგუფმა 1 წლის მიზნები გაწერა, პირველი დავალება მიიღეს: 
(ძალიან სასრგებლო დავალებაა, შეგიძლიათ თქვენც გააკეთოთ, ოღონდ ჯერ 1 წლის მიზნები ჩამოწერეთ!
დავალება ასე ჟღერს: – შენი მომავალი ოცნების სამყაროდან ( ანუ რაც დეტალურად დაისახე იქიდან) უნდა ნელ-ნელა „გადმოიტანო „ რეალობაში ნივთები.

მაგ: თუ წარმოგიდგენია, რომ შენი ბრენდის პრეზენტაციაზე ( რომელიც ჯერ არ გაქვს, უბრალოდ გინდა რომ გქონდეს) უნდა გეცვას კონკრეტული კაბა ან პიჯაკი, დავალების თანახმად პირველ რიგში სწორედ ეს სამოსი უნდა იყიდო…
და ა.შ. სათითაოდ გადმოგაქვს ეს ნივთები მომავლიდან რეალობაში და ამით იმ „სწორ“ განწყობას ქმნი, რის შედეგადაც მარტივდება მიზნის მიღწევა….

ხოდა, სწორედ ეს დავალება მიიღო ჯგუფმა და ყველა ჩაფიქრდა – „ვინ რისი უფლების მიცემას შეძლებდა საკუთარი თავისათვის“, რადგან ესეც გადასალახი ბარიერია ერთგვარი…

რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით, რომ ამ ქალბატონმა დავალების თანახმად ტუალეტის ქაღალდი შეიძინა – ძვირად ღირებული ტუალეტის ქაღალდი, რომელიც მისი ოცნების სახლის საპირფარეშოს ფერებში გახლდათ გადაწყვეტილი!

ამ ქალს ახლა საკუთარი სახლი და მოყვარულთა საბალეტო ცეკვების სტუდია აქვს გახსნილი!
მორალი?????
ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს ისტორია ქალზე, რომელსაც უბრალოდ გაუმართლა….
მე კი ისევ იგივეს გეტყვით:
გადადგით ნაბიჯი, რომ დაინახოთ – გზა არსებობს!!!!!

ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment