fbpx

„არცერთი ექიმი არ იჯერებდა რომ ამ კაცმა ამოძრავება შეძლო“…

ავტორი ჟოლო
167 ნახვა

მამის დღეა და გეტყვით  მამაჩემი ჩვენთან ერთად დაიმტვრა ავარიაში. ოღონდ მართლა დაიმტვრა. არცერთი ძვალი არ დარჩა მთელი. მთელ ტანში ლითონით აუწყვეს ძვლები, რომ უბრალოდ ადამიანის ფორმა ჰქონოდა. ყველა ქვეყნის ექიმებმა თქვეს ფეხზე გავლა კი არა უბრალო წამოჯდომასაც ვერ შეძლებსო…

ორი წელი გაუნძრევლად იწვა და დასტიროდა ყველა ზედ. ყვიროდა, საწოლიდან ხელით რასაც მისწვდებოდა ეჭიდებოდა და ძირს ვარდებოდა გამწარებული. ორი წლის შემდეგ, სახლიდან როცა ყველა გავიდოდა, ტელევიზორს გადამადგმევინებდა ხოლმე სადგამიდან, ზედ გადაემხობოდა ტანით და ცდილობდა ერთი ფეხი ოდნავ მაინც გაემოძრავებინა.

მამაჩემი არაფრით არ შეეგუა ცოცხლად სიკვდილს, ასე წვალობდა გამწარებული ექიმების გარეშე და იცით რა ქნა? გაიარა ! ახლა ოდნავ კოჭლობს და ფეხზე დადის! არცერთი ექიმი არ იჯერებდა რომ ამ კაცმა საერთოდ ამოძრავება შეძლო, მაგრამ დადის!

მაშინ ვისწავლე როგორ აქვს ადამიანს ნებისმიერ რამესთან ბრძოლისას ერთი შანსი მაინც! და თუ შანსი არსებობს, იმედის დაკარგვა ღმერთთან უზრდელობაა და მეტი არაფერი! ჩემი ოჯახის თვალწინ მომხდარი სასწაულია მამაჩემი და უტეხობის მაგალითი!

ჩვენ სულ ასე ეჭვით ვუყურებთ ერთმანეთს, როგორც ფოტოზე, მაგრამ ორივემ ვიცით როგორ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის! გილოცავ მამა 

აკა სინჯიკაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment