„ახლა, როცა შემიძლია თავს უფლება მივცე და ვიყო ის „ვინც ვარ“, მეცვას ის რაც მაცვია, მივირთვა ის, რასაც მივირთმევ და დავისვენო იქ სადაც ვისვენებ, არასოდეს მავიწყდება საიდან დავიწყე“ – წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი და პირადი ისტორიის მოყოლით სხვათა გამოფხიზლებას ცდილობს.
ხათუნა მუზაშვილი:
„იყო დრო, როცა ყველაფერი მინდოდა რაც უფასო იყო……
რატომ?
იმიტომ რომ ფული არ მქონდა
ლოგიკურია, არა?????
მადლობა ღმერთს რომ არა )))))
რა საკვირველია ყველა ოჯახში არსებობს ტრადიცია ერთმანეთის დახმარებისა და არც ჩემი ოჯახი გახლდათ გამონაკლისი….
….ზაფხულობით მოსკოვიდან ჩამოდიოდა დეიდა, რომელსაც მე და ჩემი და დასასვენებლად მივყავდით ზღვაზე.
ჩვენ ფული არ გვქონდა…
ანუ საერთოდ არ გვქონდა….ის ყიდულობდა სამგზავრო ბილეთებს, ქირაობდა ბინას, იხდიდა კვების ფულს, გვყიდულობდა ნაყინს, გვასეირნებდა ზღვაში გემით, გვპატიჟებდა ატრაქციონებზე და ა.შ.
არც ისე პატარა გახლდით საიმისოდ, რომ პენსიონერი დეიდას კისერზე ვმჯდარიყავი, მაგრამ…….ხომ იცით, სამუშაო ადგილები არ იყო, მთავრობა, ამინდი, სიტუაციები, დაუნახავი დამსაქმებლები და ა.შ.
(ოხ როგორ მეცინება ახლა ამ მიზეზებზე….სიმწრით მეცინება )))))
…დეიდა ყველაფრის ფულს თავად იხდიდა…მე არაფერი მაკლდა ერთი შეხედვით, თუმცა…… მსგავსი დაფინანსებული „დასვენებები“ ჩემში დეპრესიულ განცდას ბადებდა….საშინელ ხასიათზე ვიყავი, მუდამ უკმაყოფილო სახე მქონდა – ამის შემხდვარე დეიდა უფრო იხარჯებოდა და ამით უფრო მიღრმავებდა დეპრესიას….
რა მაწუხებდა?
1. საკუთარი არასრულფასოვნების განცდა – რომელიც აბსოლიტურად ადეკვატური რეაქციაა იმ ზრდასრული ადამიანისათვის, რომლიც უნარშეზღუდულივით იქცევა…. რას ვეძახი უნარ შეძღუდულობას???? – როცა შეგიძლია და იმის მაგვირად რომ გაინძრე, ზიხარ და მიზეზებს იგონებ- ანუ არაფერს აკეთებ.
2. უენერგიობა – ფული ჩემო ძვირფასებო ენერგიაა …არავინ ამბობს რომ იგი მთავარია, მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ ფული მე100 ხარისხოვანი გახდეს თქვენს ცხოვრებაში, ამის მისაღწევად ერთ გზა არსებობს – ფული უნდა იშოვნოთ და თანაც იმდენი, რომ მასზე ფიქრი არასოდეს მოგიწიოთ….ის უბრალოდ უნდა გქონდეთ და მორჩა,
მაგრამ
იმისათვის რომ ეს ასე მოხდეს, თავის, ხელის, ფეხის, ენის, ტვინის და კიდევ ზოგიერთი სხეულის ნაწილების ინტენსიური და დაუზარელი განძრევა მოგიწევთ და თანაც გამიზნულად – თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ მიზანი, რომელიც ამას შეგაძლებინებთ.
3.თავმოყვარეობა – როდესაც 2 მეტრიანი, კარგ მადაზე მყოფი ჯანმრთელი ქალი დეიდას, დედას, მამას, ბებიას ეუბნება ავტობუსის ფული მომეციო (ან ვერ ეუბნება სირცხვილით და სახლში რჩება კაპიკების არ ქონის გამო) – ამ შემთხვევაში გაცილებით ჯობია სირცხვილით არ დაგეძინოთ, ვიდრე მოახერხოთ რომ „დაიკიდოთ“ ეს ყოველივე და მშვიდი სახით გააგრძელოთ ცხოვრება.
4. თავისუფლების შეზღუდვა – გინდა „იქ“ წახვიდე, „ის“ შეჭამო, „ეს“ გააკეთო….როცა სხვა გპატიჟებს მუდამ, შენ ჭამ, აკეთებ, ერთობი თუ ვერ ერთობი მისი გეგმით – მოგეხსენებათ, ვინც იხდის – მუსიკასაც ის უკვეთავს…. თუ არა და სხვის შეკვეთილზე გიწევს მოლხენა თუ მოწყენა…
5. ტანისამოსი, რომლისაც მრცხვენოდა – მოგეხსენებათ, როცა ზღვაზე გეპატჟება პენსიონერი ქალი, ძალიან უხერხულია, რომ ახლა შენი საცურაო კოსტუმიც მას აყიდინო…. თან ისიც „გოიმობად“ მიმაჩნდა რომ რაღაცა „ჭინჭის“ გამო ზღვაზე მეთქვა უარი – „მეშანი“ ხომ არ ხარ ხათუნა?“ – ვეუბნებოდი ჩემს თავს….საბანი როგორც გწვდება ისე უნდა დაიფარო…. „ეს არ არის მთავარი, მთავარი ხომ სულიერებაა???“
ჰოდა…
ეს ჩემი საწყალი სულიერება იტანჯებოდა, იკუმშებოდა, მტკიოდა, მაწუხებდა, რადგან ჩემს პატივცემულ სხეულს, რომელიც სულ არ იყო მნიშვნელოვანი და რომელიც არც მეტი არც ნაკლები „ზურგზე შეაჯდა ჩემს სულს“ – ვერაფრით ვაიძულე განძრეულიყო და ჩემთვის ეშევლა….
მე არ ვიცი ვის გეცნობათ ეს სიტუაცია და ვის არა….
არც ის ვიცი, ვის ყურამდე მიაღწევს ჩემი ნათქვამი და ვის გულამდე….
მაგრამ…. ახლა, როცა შემიძლია თავს უფლება მივცე და ვიყო ის „ვინც ვარ“, მეცვას ის რაც მაცვია, მივირთვა ის, რასაც მივირთმევ და დავისვენო იქ სადაც ვისვენებ, არასოდეს მავიწყდება საიდან დავიწყე…
და მთავარი, რამაც აქამდე მომიყვანა სწორედ რომ დიდად შელახული თავმოყვარეობა იყო….
ერთხელ თვალებში შევხედე ჩემს თავს და ვკითხე – შენ ასეთი ავადმყოფი, უსუსური და სხვის კმაყოფაზე უნდა იყო მუდამ???
და მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმ თაგვივით ვიფართხალებდი და არ გავჩერდებოდი, რომელიც რძეში ჩავარდა და იმდენი იშრომა, რომ დახრჩობის ნაცვლად ერთ მშვენიერ წამს ფეხ ქვეშ სიმყარე იგრძნო – კარაქი, რომელიც თავისი დაუღალავი ფართხალით შეუყენებია თურმე…
ასე რომ კარდაგ დაიმახსოვრე სად ხარ ახლა!!!!!
კარგად დაიმახსოვრე სად გინდა მიხვიდე!!!!
ღრმად შეისუნთქე და დაიწყე…….
ერთი მისხალიც კი არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფეხქვეშ სიმყარე არ იგრძნო))
სიმყარე , რომელსაც სახელად შენი აწყობილი , ღვთით ბოძებული ცხოვრება ქვია!!!
P. S.
და….როცა დადგება დრო რომ იბრწყინო, შეეცადე შენი სიკაშკაშე თვალის მომჭრელი იყოს ))“
ცალკე მდგომი არც „წარმატება“ არსებობს არც ჯანმრთელობა, არც პირადი ცხოვრება….ეს ყველაფერი ერთი დიდი მთლიანია და სახელად „ჩვენი ცხოვრება „ ჰქვია…